მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაგოს ბიოღვინო "ჩარდახი" ახალ ზელანდიაში გავა ექსპორტზე

5bc41ee8d1c24
მაია ბიწაძე
15.10.18 09:30
1310
იაგო ბიტარიშვილის ბიოღვინო ,,ჩარდახი“ ახალი ზელანდიის ბაზარზე გაიყიდება, ღვინის პირველი პარტია ამ ქვეყანაში ნოემბერში გადაიტვირთება, ამის შესახებ Bm.ge-ს თავად მეღვინემ განუცხადა. იაგო ღვინოს 2003 წლიდან სოფელ ,,ჩარდახში“ მამა-პაპისეულ მარანში ამზადებს და უკვე 11 საექსპორტო ბაზარზე გააქვს, მათ შორის იტალიაში, ინგლისში, ამერიკაში, იაპონიაში და სხვა. ბიოლოგიურად სუფთა ყურძენი საკუთარ ვენახში მოჰყავს, რომელიც ამავე სოფელში 2 ჰექტარ ტერიტორიაზე აქვს გაშენებული. ვენახს ბიო წესით, შხამქიმიკატების გამოყენების გარეშე უვლიან.

,, ჩვენი კონცეფცია ნატურალური, ორგანული ღვინის წარმოებაა, ამიტომ წელიწადში შეზღუდულ რაოდენობას, სულ 5-6 ათას ბოთლს ვამზადებთ. ეს არის ჩინური ჯიშის ყურძნისგან წარმოებული ღვინო, რომელიც საკუთარ ვენახში მომყავს. წარმოება 600 ბოთლიდან დავიწყე და 10-ჯერ გავზარდეთ. იქიდან გამომდინარე, რომ მცირე მოცულობას ვაწარმოებთ, ჩვენსმიზანს არ წარმოადგენს ახალი ბაზრების მოძიება, თუმცა ახალი პარტნიორი ავსტრალიაში ვიზიტისას გავიცანი, შემდეგ თავად იმყოფებოდა ჩემთან სტუმრად და ეს შეთანხმებაც შედგა“ - განაცხადა იაგო ბიტარიშვილმა.

იაგო ბიტარიშვილის ღვინოები საექსპორტო ბაზრებზე ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში, ბარებში და რესტორნებში იყიდება.