მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Huawei-ს ფინანსურ მენეჯერს დაკავებისას Iphone, MacBook Air და iPad Pro აღმოაჩნდა

5c960f8f729fe
BM.GE
23.03.19 15:00
2373
Huawei-ს ფინანსურ მენეჯერს დაკავებისას Iphone, MacBook Air და iPad Pro აღმოაჩნდა. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.

გამოცემის ცნობით, გასული წლის დეკემბერში, როდესაც ვანკუვერის აეროპორტში ტექნიკის მწარმოებელი ჩინური გიგანტის ფინანსური მენეჯერი მენგ ვანჟოუ დააკავეს, მას თან APPLE-ს პროდუქცია ჰქონდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს, მენჟოუ ამერიკული კომპანიის პროდუქციის დიდი ფანია.

Huawei Mate 20 RS-ი Huawei-ისერთადერთი პროდუქცია იყო, რომელსაც კომპანიის ფინანსური მენეჯერი ატარებდა. მისი ადვოკატები ითხოვენ, ელექტრონულ მოწყობილობებში არსებული მონაცემების ასლების შექმნას, შემდეგ კი მათს დალუქვას. აღნიშნული ინფორამაცია მედიისთვის სასამართლოს ოქმებიდან გახდა ცნობილი.

Huawei-ს ფინანსურ მენეჯერს ბრალი ფულის გათეთრების მუხლით აქვს წარდგენილი და მას რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრება.