მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰონგ-კონგის ყველაზე მდიდარი ადამიანი 90 წლის ასაკში პენსიაზე გადის

594a63c29cb89
BM.GE
21.06.17 18:20
1018
ჰონგ-კონგის ყველაზე მდიდარი ადამიანი ბიზნესიდან მიდის. რუსული Forbes-ის ინფორმაციით, საინვესტიციო კომპანია Hutchison-ის ხელმძღვანელის ლი კაშინის ბიზნესი მისი შვილის ხელში გადავა. მილიარდერი გეგმავს, რომ საქმეებს მომავალი წლიდან ჩამოშორდეს.

ივლისში ბიზნესმენს 90 წელი უსრულდება და სწორედ ამის შემდეგ აპირებს ის პენსიაზე გასვლას. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ბიზნესმენმა პენსიაზე გასვლის შესახებ მის უახლოეს გარემოცვას აცნობა. გადადგომის შემდეგ მილიარდერი მისი მემკვიდრის უფროსი მრჩეველი იქნება.

"ბატონი ლი სხვადასხვა პერიოდში საუბრობდა მისი გადადგომის შესახებ და გამოთქვამდა იმედს, რომ მისი ვაჟი ვიქტორი შეძლებს კომპანიის მართვას. ბატონი ლი თავს მშვენივრად გრძნობს. თავისი გადადგომის შესახებ ის ოფიციალურ განცხადებას მაშინ გააკეთებს, როდესაც შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს",- აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.