21.თებერვალი.2016 11:08
ბიზნესი

Hollywood Reporter: საქართველომ კინოინდუსტრიის განვითარების ახალი სქემა დასახა

Hollywood Reporter: საქართველომ კინოინდუსტრიის განვითარების ახალი სქემა დასახა
The Hollywood Reporter-ი საქართველოსა და ევროპის სხვა ქვეყნების მხრიდან კინოწარმოების ხელშეწყობის თემით ინტერსდება და „გადაიღე საქართველოში" პროგრამას აფასებს. "საქართველო პირველი იყო პოსტსაბჭოთა სივრცის იმ ქვეყნებიდან (ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა), რომელმაც კინოინდუსტრიის განვითარების ახალი სქემა დასახა. მათ გასულ წელს ბერლინში წარადგინეს ახალი ინიციატივა, სახელწოდებით გადაიღე საქართველოში, რომელიც კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას მისცემს გადაიღონ ფილმი და კვალიფიციური ხარჯების 25% უკან დაიბრუნონ" - წერს გამოცემა.
 
The Hollywood Reporter-ი საქართველოს უცხოელი კინოეჟისორებისთვის საინტერესო ადგილად აფასებს და განმარტავს, რომ საქართველომ თავისი ახალი წამახალისებელი პროექტით უკვე მოხიბლა და დააინტერესა ბოლივუდი და ამერიკული სატელევიზიო შოუ.

"საქართველო უცხოელი რეჟისორებისთვის საინტერესო ადგილია, როგორც უძველესი შენობებითა და საოცარი ბუნებით, ასევე ევროპული და საბჭოური არქიტექტურის ნაზავით. აქაა როგორც თოვლით დაფარული მთები, ისე მზიანი უდაბნო, მათგან რამდენიმე საათში კი ზღვის სანაპიროს აღმოაჩენ", - წერს ამერიკული მედიაგამომცემლობა, რომელიც 1930 წლიდან კინოინდუსტრიაში მიმდინარე ამბებს აშუქებს.

შეგახსენებთ, რომ კინემატოგრაფისტებისთვის დაფინანსების პროგრამა "გადაიღე საქართველოში“ მიმდინარე წლის 26 იანვარს ამოქმედდა პროგრამის ფარგლებში ე.წ cash rebate მექანიზმი დაინერგა, რომელიც კინომწარმოებლის მიერ საქართველოში დახარჯული ბიუჯეტიდან კვალიფიციური ხარჯების 25%-მდე ანაზღაურებას გულისხმობს. ანაზღაურების მექანიზმი კი შემდეგ მიმართულებებს ეხება:

• მხატვრული ფილმი
• სატელევიზიო ფილმი
• ტელესერიალი ან მინი-სერიალი
• ანიმაცია
• დოკუმენტური ფილმი
• სარეკლამო ვიდეოპროდუქცია
• რეალითი შოუ
• მუსიკალური კლიპი



17.ივლისი.2018 14:15
89

ნიკორა საწესდებო კაპიტალის შემცირების მიზეზს განმარტავს

ვრცლად
15.ივლისი.2018 15:39
109

"ნიკორამ'' საწესდებო კაპიტალი $3.25 მილიონით შეამცირა

ვრცლად
14.ივლისი.2018 16:00
138

საბროკერო კომპანია Fx Group-ში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

ვრცლად
09.ივლისი.2018 17:35
250

"ალდაგის'' შვილობილი კომპანია "პრემიუმ რეზიდენსი" ტექდათვალიერების ბიზნესში შედის

ვრცლად
01.ივლისი.2018 20:58
353

“ET CETERA” ახალ ალკოჰოლურ სასმელს ამატებს

ვრცლად
01.ივლისი.2018 17:05
220

“Handy” ქართულ ბაზარს ხის სათვალეებსაც შესთავაზებს

ვრცლად