12.იანვარი.2019 22:00
მსოფლიო

ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მამაკაცი მსახიობები

ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მამაკაცი მსახიობები
ჰოლივუდის მსახიობები მთელს მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები არიან. მათი შემოსავლები უზარმაზარ თანხებს აღწევს, თუმცა ისინი ანაზღაურებას მხოლოდ კინო გადაღებებიდან ნამდვილად არ იღებენ.

2019 წლის დასაწყისში moviepredators.com-მა გასული წლის შეჯამებისას ყველაზე მაღალანაზღაურებადი მამაკაცი მსახიობების სია გამოაქვეყნა.

ჯორჯ კლუნი

გასულ წელს ჯორჯ კლუნის კომპანია - Casamigos Tequila ბრიტანულმა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა Diageo-მ 700 მილიონ დოლარად შეიძინა. Casamigos Tequila ჯორჯ კლუნმა ორ მეგობართან ერთად დააფუძნა და მისმა გაყიდვამ 2018 წელი არა მხოლოდ მისთვის აქცია ყველაზე შემოსავლიან წლად, არამედ ყველაზე შემოსავლიანი მსახიობების სიის სათავეშიც მარტივად მოექცა.

დუენი ჯონსონი

შთამბეჭდავი ავანსების და შემოსავლების პროცენტებით ისეთი ბლოკბასტერისა როგორიც იყო “ჯუმანჯი: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯუნგლებში” დუეინ ჯონსონი ბაზარზე კარგი პოზიციით წარსდგა და სარეკლამო კამპანიებისათვის გაფორმებულ კონტრაქტებშიც რიცხვები დააკორექტირა.

რობერტ დაუნი (უმცროსი)

რობერტ დაუნი-უმცროსმა 15 მილიონი დოლარის პრემია მიიღო ფილმისთვის “ადამიანი ობობა: სახლში დაბრუნება”. მან სამჯერ მეტი გამოიმუშავა ვიდრე შურისმაძიებლებმა : Infinity War და The Voyage of Doctor Dolittle-მა.

კრის ჰემსვორტი

მთავარი როლის შემსრულებისთვის ფილმებში “თორი: რაგნაროკი” და “შურისმაძიებლები: დაუსრულებელი ომი”, ჰემსვოტი შემოსავლების გაორმაგებას აგრძელებს.

ჯეკი ჩანი

2017 წელს ჯეკი ჩანი ამ წელს გადაღებულ 6 ფილმში გამოჩნდა, თუმცა ჩინელი კინოვარსკვლავის შემოსავლები საპროდუსერო საქმიანობით და მის საკუთრებაში არსებული კინოთეატრებიდანაც ივსება. 2017 წელს მან ითამაშა ისეთ ფილმებში როგორებიცაა: Bleeding Steel და The Foreigner.

უილ სმიტი

უილ სმიტი მაღალშემოსავლიანი მსახიობების ჩამონათვალში წელს პირველად არ მოხვედრილა, თუმცა წელს მხოლოდ Netflix-მა მას 20 მლიონი დოლარი შემოსავალი მოუტანა.

მარკ უოლბერგი

2017 წელს ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო, როცა 68 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. უოლბერგი გადაიღეს ისეთ ფილმებში, როგორებიც იყო Patriot Day, Deep Water Horizon და Transformers: The Last Knight. მიუხედავად იმისა, რომ კინოგაქირავებიდან მოსალოდნელი შემოსავლები ამ ფილმებს არ მოუტანიათ, უილბერგმა მაინც კარგი ანაზღაურება მიიღო.

სემუელ ელ ჯეკსონი

365 დღეში მან 5 ფილში ითამაშა: Kong: Skull Island, Unicorns Shop, Killer’s Bodyguard, Sparkling Samurai, და Three X - შემოსავლებიც შესაბამისი ჰქონდა და რეიტინგში შესაფერის ადგილზეც მოხვდა.

ადამ სენდლერი

Netflix-თან გაფორმებული შეთანხმების შემდეგ, მსახიობი მის მიერ დაწერილი კომედიებით საკმაოდ კარგ შემოსავლებს იღებს.
ავტორი: ანნა ლაპიაშვილი



16.იანვარი.2019 23:00
309

პარიზი, ლონდონი - Fake ქალაქების "კოლექცია" ჩინეთში

ვრცლად
16.იანვარი.2019 22:23
309

2018 წელს ყველაზე ძვირადღირებული და შემოსავლიანი გუნდი "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო

ვრცლად
16.იანვარი.2019 21:50
108

ჩინეთის მთავრობა ეკონომიკური ვარდნის შესაჩერებლად მცირე ბიზნესისთვის გადასახადების შემცირებას გეგმავს

ვრცლად
16.იანვარი.2019 21:10
240

ჰიპერინფლაციის 8 ისტორია

ვრცლად
16.იანვარი.2019 15:00
188

როგორ გამდიდრდნენ ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ?

ვრცლად
16.იანვარი.2019 01:13
308

პარლამენტმა Brexit-ზე ტერეზა მეის პროექტი ჩააგდო

ვრცლად