13.მარტი.2016 16:09
მსოფლიო

Hilton-ის სასტუმროში სტუმრებს რობოტი მოემსახურება (ვიდეო)

Hilton-ის სასტუმროში სტუმრებს რობოტი მოემსახურება (ვიდეო)
კომპანია Hilton Worldwide-მა IBM-თან ერთად, პირველი კონსიერჟი-რობოტი შექმნა. როგორც გამოცემა TravelPulse-ი აღნიშნავს, რობოტი თავის მოვალეობას ამერიკაში, ვირჯინიის შტატის ერთ-ერთ სასტუმროში ასრულებს. რობოტი IBM Watson-ის ბაზაზეა აგებული და ამჟამად სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს. რობოტ-კონსიერჟს სასტუმრო Hilton-ის ქსელის დამფუძნებლის კონრად ჰილტონის საპატივცემულოდ, კონი ეწოდა. რობოტი სტუმრებს სასტუმროს აცნობს და ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებზე აწვდის ინფორმაციას. რობოტი სტუმრებს შესაბამის კითხვებზეც სცემს პასუხს.
 
"რაც უფრო ხშირად დაუკავშირდება იგი სასტუმროში დარჩენილ სტუმრებს, მით უფრო მალე გაიგებს ყველაზე მეტად რა აინტერესებთ მათ. რაც დრო გავა, კონის რეკომენდაციები უფრო გაუმჯობესდება და დაიხვეწება", - აღნიშნავენ რობოტის შემქმნელები.




17.ივლისი.2018 16:54
22

აშშ-ს ნავთობის მოპოვებაში ლიდერობა სურს

ვრცლად
17.ივლისი.2018 16:51
9

უორენ ბაფეტმა ქველმოქმედებისთვის $3.4 მილიარდი გასცა

ვრცლად
17.ივლისი.2018 15:25
275

ჯეფ ბეზოსმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ვრცლად
17.ივლისი.2018 12:50
37

აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვება შემცირდა

ვრცლად
16.ივლისი.2018 21:00
802

რა თანხა მიიღო ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულმა?

ვრცლად
16.ივლისი.2018 18:22
35

როლს–როისი მფრინავი ტაქსების პროექტზე მუშაობს

ვრცლად