მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტენდერი კიდევ ოთხი სკოლის პროექტირება მშენებლობაზე გამოცხადდა

BM.GE
15.02.19 09:25
818
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი კიდევ ოთხი სკოლის პროექტირება-მშენებლობაზე გამოაცხადა.მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 29 სკოლის მშენებლობას იწყებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. ახალი სკოლების მშენებლობის გარდა მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება აქვს დაგეგმილი. საქართველოს მთავრობის დაფინანსებით რეაბილიტირდება ათეულობით სკოლა, მათ შორის, ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ ზარზმისა და მოხის საჯარო სკოლები. მუნიციპალური განვითარების ფონდს ამ ეტაპზე შვიდი სკოლის მშენებლობაზე აქვს ტენდერი გამოცხადებული.

http://borjomi.tv/axali-ambebi/sazogadoeba/article/7111-adigenshisofelbenarisskolismsheneblobazetenderigamockhadda.