მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

HDFOREX: ბირჟების მიმოხილვა

5b0ba1b28fc2f
BM.GE
28.05.18 10:33
688
გასულ კვირას აშშ დოლარი იაპონურ იენასთან და შვეიცარიულ ფრანკთან მიმართებით გაუფასურდა, თუმცა ევროსთან და ფუნტ–სტერლინგთან მიმართებით კვლავ გამყარდა.


ეს ფაქტი შეიძლება გამოწვეული იყოს რამდენიმე ფაქტორით. პირველ რიგში, ევროზონასა და დიდ ბრიტანეთში გამოსული სუსტი მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით, სადაც გაირკვა, რომ დიდი ბრიტანეთის მთლიანმა შიდა პროდუქტმა წლის მასშტაბით 1,2%–ით, ხოლო კვარტალში 0,1%–ით მოიმატა. ეს მონაცემი საკმაოდ დაბალია. ფაქტობრივად. 2013 წლის აპრილის თვის შემდეგ ასეთი სუსტი მაჩვენებელი ქვეყანას არ ჰქონია. რაც ეხება ევროზონას, გამოქვეყნდა გერმანიის წარმოების სექტორის ინდექსი, რომელიც შემცირდა 2 პუნქტით და შეადგინა 56,8 პუნქტი.

მეორე მხრივ, ორივე ვალუტის კლება გამოწვეულია ინვესტორების გასვლით. შეიძლება ითქვას, რომ ინვესტორები უფრთხიან რისკებს და ბაზრებზე შესაბამის რეაქციას ვიღებთ.

ბაზრის ძირითადი ყურადღება მიპყრობილი იყო ნავთობის ფასისკენ, სადაც ბრენტის ტიპის ნავთობმა ბარელზე დააფიქსირა წლის მაქსიმუმი - 80 დოლარი. თუმცა, ოპეკის განცხადებების ფონზე მალევე დაიწყო კლება. ოპეკი მართავს რუსეთთან მოლაპარაკებას ნავთობის მოპოვების ზრდასთან დაკავშირებით. იგეგმება მოპოვება გაიზარდოს 1 მილიონი ბარელით დღეში. ამ ეტაპისთვის საბოლოო გადაწყვეტილება არაა მიღებული, თუმცა რუსეთის მხარე ერთგვარ თანხმობას აცხადებს და მათივე განცხადებით 60 დოლარიც კი აწყობთ ბარელზე. ამ საკითხზე საბოლოო მოლაპარაკება ივნისში გაიმართება. ამ ინფორმაციების ფონზე ნავთობის ფასმა გააკეთა მკვეთრი ვარდნა და კვირის ბოლოსთვის დააფიქსირა ბარელზე 76 დოლარი და 15 ცენტი. ფაქტობრივად, ერთ დღეში მან დაიკლო 3 დოლარამდე, რაც ძლიერ ვარდნას ნიშნავს. თუ მხარეები შეთანხმდნენ მოპოვების გაზრდაზე, არაა გამორიცხული ნავთობის ფასმა გააგრძელოს ბარელზე 50 დოლარისკენ კლება.



ამ კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანია აშშ-დან გამოსული ინფორმაციები. პარასკევს გამოვა არასასოფლოსამეურნეო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა. წინასწარი ინფორმაციით მოსალოდნელია ზრდა 185 ათასი ადამიანით. თუ ეს მონაცემი გამართლდა, მაშინ ველით დოლარის გაძლიერებას სხვადასხვა ვალუტებთან მიმართებით.