12.თებერვალი.2019 00:10
ეკონომიკა, საზოგადოება

„ჰარი“ - როგორ მუშაობს “დამგზავრების” პირველი ქართული აპლიკაცია?

„ჰარი“ - როგორ მუშაობს “დამგზავრების” პირველი ქართული აპლიკაცია?
საქართველოში “დამგზავრების” პირველი ქართული მობილური აპლიკაცია შეიქმნა.

ამის შესახებ BM.ge-ის იდეის ავტორმა ნიკა ბაზაძემ განუცხადა.

მისი თქმით, სტარტაპი სულ რაღაც 1 თვეა, რაც ბაზარზე გამოჩნდა და აპლიკაცია მხოლოდ იმ მძღოლებისთვისაა გათვლილი, რომელთაც დამგზავრებისას არაკომერციული მიზნები ამოძრავებთ, რაც გამორიცხავს ტაქსების, მარშუტკების თუ მინივენების მძღოლებისთვის აპლიკაციით სარგებლობას.

“ამის თავიდან ასაცილებლად გვაქვს საფასო პოლიტიკა და ალგორითმი, რომელიც ფასის ზედა და ქვედა ზღვარს ადგენს და სწორედ ამ შუალედში არსებული ფასის არჩევა შეუძლია მძღოლს”, - აცხადებს ბაზაძე.

მისივე თქმით, დამგზავრების აპლიკაცია “ჰარი“ ერთმანეთთან ერთ ქალაქიდან მეორე ქალაქისკენ მიმავალ მძღოლებს და მგზავრებს დააკავშირებს.

"პირობითად თუ სანდრო თავისი მანქანით თბილისიდან ქუთაისში მიემგზავრება, მანქანაში ორი თავისუფალი ადგილი აქვს და საწვავის თანხის გაზიარებაზეც არ იტყოდა უარს, მას შეუძლია ატვირთოს განცხადება აპლიკაციაში, მიუთითოს გასვლის ადგილი და დრო, თავისუფალი ადგილების რაოდენობა, თანხა და დაელოდოს მგზავრის გამოჩენას. მგზავრს კი, ჰარის აპლიკაციაში მარტივად შეუძლია მოძებნოს სასურველი განცხადება მარშრუტების მითითებით, დაჯავშნოს და დაემგზავროს”, -აცხადებს ბაზაძე.

მისივე თქმით, მომხმარებლების წასახალისებლად „ჰარის“ საინტერესო შეთავაზებებიც აქვს - მაგალითად, ყოველი მე-100 მძღოლი, რომელიც აპლიკაციის საშუალებით დაიმზგავრებს მოქალაქეებს, 25-ლიტრიანი საწვავის ვაუჩერს მიიღებს.
ავტორი: თამუნა ქემერტელიძე



19.თებერვალი.2019 14:40
17

„იანვარში საქონლით ვაჭრობის დეფიციტი გაუმჯობესდა"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:20
153

როგორი იქნება განახლებული "შერატონ მეტეხი პალასი" - ფოტო

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:03
119

„2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:00
180

საქართველოს 10 მთავარი საიმპორტო საქონელი

ვრცლად
19.თებერვალი.2019 13:40
186

"ევროპულმა საქართველომ" საპენსიო რეფორმის შესაჩერებლად კანონპროექტი დაარეგისტრირა

ვრცლად
19.თებერვალი.2019 12:59
245

"ერთია, ანაკლიის პორტის მშენებლობა და მეორეა, ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ეხება უშუალოდ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ კონკრეტულ გარიგებას"

ვრცლად