მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ სუბსიდირების ბენეფიციარი ტომარა ფქვილს 53 ლარზე ძვირად გაყიდის 50,000 ლარით დაჯარიმდება

BM.GE
07.12.20 14:56
798
პურის ფასის შესანარჩუნებლად საქართველოს მთავრობა სუბსიდირების პროგრამას იწყებს. შესაბამისი დადგენილება გამოქვეყნებულია. დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში პურის ფასის სტაბილურობისთვის ყოველთვიურად 10,000 ტონამდე ხორბლის სუბსიდირება მოხდება, რაზეც თვეში 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. დადგენილება ხორბლის ფქვილის იმპორტიორებსა და მწარმოებლებს განუსაზღვრავს სუბსიდიის ფასს, რაც 50 კილოგრამ ფქვილზე 10 ლარს შეადგენს. მთავრობის მიერ განსაზღვრული პირობების თანახმად, თუკი პროგრამის რომელიმე ბენეფიციარი დაარღვევს ერთი ტომარა ფქვილის მაქსიმუმ 53 ლარად რეალიზაციის ვალდებულებას, მაშინ მას მინიმუმ 50,000 ლარის ჯარიმა დაეკისრება.

სტუმარი: გვანცა ქიმაძე - გლობალი; დირექტორი