მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰაკერებმა ბანკიდან $60 მილიონი მოიპარეს

59e5e50c36019
BM.GE
17.10.17 15:07
863
ტაივანში Far Eastern International Bank-დან ჰაკერებმა მსოფლიო ბანკთაშორისი სატელეკომუნიკაციო კავშირის (SWIFT) გამოყენებით, 60 მილიონი აშშ დოლარი მოიპარეს. Security week-ის ცნობით, კიბერკრიმინალებმა თანხის მითვისება ბანკის სერვერებზე მავნე პროგრამული უზრუნველყოფის გავრცელებით შეძლეს და მოპარული თანხა კამბოჯას, შრი-ლანკასა და აშშ-ის თაღლითურ ანგარიშებზე გადარიცხეს.

როგორც ტაივანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო წერს, სამართალდამცავებმა მოპარული თანხის დიდი ნაწილის (გარდა 500 ათასი აშშ დოლარისა) უკან დაბრუნება შეძლეს და ძარცვასთან დაკავშირებული 2 პირი დააკავეს, ხოლო მესამე იძებნება.

ქვეყნის საგამოძიებო უწყების განცხადებით, ჩადენილ კიბერდანაშაულზე საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია. აღსანიშნავია, რომ ტაივანის საგამოძიებო უწყებამ, დახმარების თხოვნით ინტერპოლსაც მიმართა.