მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰაის ვოსკამპი: საქართველოში ბიუროკრატია შესამცირებელია

5b0534d7a85c3
თამუნა დემეტრაშვილი
23.05.18 13:27
1026
Ocean Capital-ის დამფუძნებელი ჰაის ვოსკამპი მიიჩნევს, რომ საქართველოში ინვესტირებას კარგი პერსპექტივა აქვს. მისი თქმით, ეს განსაკუთრებით უძრავი ქონების ბაზარს ეხება.

"უძრავი ქონების მხრივ, საქართველოში პერსპექტივა არის ძალიან დიდი. როდესაც Ocean Capital საქართველოში შემოვიდა, ჩვენი მიზანი იყო, დაგვენერგა ევროპული სტანდარტები, გაგვეუმჯობესებინა პროდუქციის ხარისხი, რომელიც ყველა რეგულატორულ სტანდარტს და კრიტერიუმს დააკმაყოფილებდა, ვფიქრობ, ამ მიზანს თავს ვართმევთ",-განაცხადა ჰაის ვოსკამპმა გადაცემაში "საქმიანი დილა".

მისი აზრით, საქართველოს ასევე დიდი მომავალი აქვს ტურიზმის სფეროშიც, თუმცა დასძენს, რომ ქვეყანაში არის ბიუროკრატიული პრობლემები.

"ბიუროკრატია ზოგიერთ სფეროში არის ძლიერი და კარგი იქნებოდა მისი შემცირება, ინვესტორებს ეს უფრო გაუიოლებდა მუშაობასაც და გადაწყვეტილების მიღებასაც. თუმცა, საქართველოს ყველაზე დადებითი თვისება არის ის, რომ ღიაა- ღიაა უცხოელი ინვესტორებისათვის. გარკვეული ნაბიჯები იდგმება საგადასახადო სისტემის რეფორმირების კუთხითაც, რაც ძალიან კარგია“-აღნიშნა "ოუშენ კაპიტალის“ დამფუძნებელმა.

მისი თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველოს შესახებ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიეწოდოს უცხოელ ინვესტორებს დასავლეთ ევროპაში, რა კუთხითაც Ocean Capital აქტიურად მუშაობს.

Ocean Capital  საქართველოში პრემიუმ კლასის საცხოვრებელ და კომერციული დანიშნულების პროექტებს ახორციელებს.