მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰაერში ტყვიის შემცველობაზე დეტალური კვლევა ჩატარდება

5ba25dc8db6fe
სალომე ჭიპაშვილი
19.09.18 18:40
862
გარემოს ეროვნული სააგენტო ჰაერში ტყვიის შემცველობაზე დეტალურ კვლევას წლის ბოლომდე ჩაატარებს. 

"ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ, ნიმუშებს უფრო მეტ ლოკაციებზე ავიღებთ, მეტად დაბინძურებულ ადგილებში, სადაც მასიური მშენებლობები მიმდინარეობს. აგრეთვე ავტოტრანსპორტით დატვირთული ადგილებიდან და ამ შედეგებს აუცილებლად გავაცნობთ საზოგადოებას", - აცხადებს გადაცემა „ქალების ნარატივში“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ნინო თანდილაშვილი და აქვე აღნიშნავს:

"ქალაქში მწვანე საფარის ოდენობამ უნდა მოიმატოს, კონკრეტულ უბანზე პასუხისმგებელ პირს უნდა ჰქონდეს დროში მკაცრად გაწერილი გეგმა სად როგორი გამწვანების პერსპექტივაა. უნდა გაკონტროლდეს სამშენებლო სექტორი და აუცილებლად მოხდეს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება".

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს 3000-მდე ქალაქს შორის თბილისი ჰაერის დაბინძურების კუთხით 576-ე ადგილზეა.

ავტოტრანსპორტით დატვირთულ ქუჩებზე, წერეთლის გამზირზე, ასევე ყაზბეგის გამზირსა და ვარკეთილში არაერთხელ დაფიქსირდა, რომ ჰაერის დაბინძურება ნორმას აჭარბებს. სწორედ ამიტომ, სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტოტრანსპორტია. ამას მოსდევს სამშენებლო სექტორი, ღია გრუნტი და გათბობის მიზნით საწვავის მოხმარება.