მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გზების მშენებლობაში ინოვაციური მიდგომების გამოყენება იგეგმება

5b51ac32b3e05
BM.GE
20.07.18 13:29
565
საავტომობილო გზების დეპარტამენტში, ტექნიკური საბჭოს სხდომის ფარგლებში, კერძო კომპანიების მიერ წარმოდგენილი საავტომობილო გზების, ხიდების, გვირაბებისა და სხვა ტექნოლოგიურ პროცესებთან დაკავშირებული ინოვაციური მასალები და ტექნიკური გადაწყვეტილებები განიხილეს.

ინოვაციურ მიდგომებთან დაკავშირებით, პრეზენტაცია 9 კომპანიამ წარმოადგინა. პრეზენტაციები შეეხებოდა ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციური სამშენებლო მასალების, ტექნოგენური ნარჩენების გამოყენების, საგზაო აქტივების მართვისა და მზის პანელების დანრეგვას საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში.


„ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ საუკეთესო გადაწყვეტაზე და არა რომელიმე კომპანიის პროდუქციაზე. კომპლექსური მიდგომების შედეგად უნდა მივიღოთ დროში, ღირებულებაში და პარამეტრებში მისაღები, რაციონალური გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ.

შეხვედრის ფარგლებში, ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას შეეძლო ინოვაციურ მიდგომაზე ან ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე 10 წუთიანი პრეზენტაცია წარმოედგინა.