მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GWP-მ წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე მოზარდ თაობასთან ერთად აღნიშნა

5c94de2268943
BM.GE
22.03.19 17:04
1500
22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებს გააცნეს თუ რა გზას გადის წყალი ჩვენს ონკანამდე და რა მნიშვნელობა აქვს წყლის რესურსების მდგრად მოხმარებას.

ამის შესახებ bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს.

გარდა ამისა, კომპანიის ცენტრალური ლაბორატორიის სპეციალისტებმა მოსწავლეებს პრაქტიკულად აჩვენეს როგორ და რა დანადგარებით მოწმდება სასმელი წყლის ხარისხი.
gwp ყოველწლიურად სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობით უერთდება წყლის საერთაშორისო დღეს, რომლის მიზანი წყლის რესურსების გაფრთხილება, გარემოზე ზრუნვა და აღნიშნულ საკითხზე სამოქალაქო აქტივობის გაზრდაა.

1993 წლიდან გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით მთელ მსოფლიოში 22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. წყლის დღე - შეახსენებს მთელს მსოფლიოს, რომ მტკნარი წყლის მარაგი პლანეტაზე ძალიან მცირეა. დედამიწაზე არსებული წყლის მხოლოდ 3%-ია სასმელად ვარგისი, თუმცა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ 0,3%-ია.