მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის მომხმარებლები აპლიკაციით მარანში მოგზაურობას შეძლებენ

5b12c8a79d549
ნინი ლონგურაშვილი
02.06.18 21:30
961

 

VR -  ჩაფხუტის მეშვეობით, მომხმარებლები შეძლებენ იმოგზაურონ მარანში, ნახონ ის ადგილი, სადაც შეთავაზაბული ღვინო  დაიწურა და ასევე გაეცნონ ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს.

„უახლოეს მომავალში, დახლზე, სადაც ქართული ღვინო იყიდება, შესაძლოა ჩვენი VR ჩაფხუტი გაჩნდეს. კომუნიკაცია ღვინის კომპანიებთან დაწყებული გვაქვს და გარკვეულ შეთანხმებასაც მივაღწიეთ. ჩაფხუტი მომხმარებელს საშუალებას მისცემს, გაეცნოს ღვინის წარმომავლობას და დაწურვის მეთოდს.


ჩვენ მოვახერხეთ, რომ ვირტუალური რეალობა ბიზნესისთვის პრაქტიკულ ინსტრუმენტად გვექცია. ვფიქრობთ, რომ უცხოელები, ასეთი გამოცდილების მიღების შემდეგ, მეტად დაინტერესდებიან ქართული ღვინის შეძენით“- ამბობს BM.GE -თან VR -  ჩაფხუტის შემქნელი - ნიკოლოზ როსტომაშვილი.