მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის ფასი იზრდება

5ae0473e69b5e
ლევან თაღიაშვილი
25.04.18 13:14
1136

ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში 2017 წელს ღვინის მოსავალი ყველაზე მცირე რაოდენობის იყო ბოლო 60 წლის განმავლობაში. 2015 წელს 27.6 მილიარდი ლიტრი ღვინო იყო წარმოებული, 2016 წელს 26,7, ხოლო 2017 წელს მისი რაოდენობა 25 მილიარდ ლიტრამდე შემცირდა. CNN Money-ის ინფორმაციით, ამის მთავარი მიზეზი ევროპასა და სამხრეთ აფრიკაში მწირი მოსავალია. ევროპული კომისიის მიხედვით, იტალიაში ფასები 74%-ითაა მომატებული წინა წელთან შედარებით, ღვინის ღირებულება 45%-ითაა გაზრდილი ესპანეთში, ხოლო 10%-ით საფრანგეთში. ანალიტიკოსების თქმით, მწარმოებლები ფასებს კვლავ გაზრდიან, მაგრამ მომხმარებელი შესაბამის თანხას აღარ გადაიხდის, განსაკუთრებით იაფ ღვინოში.