მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვენეტაძე-ლარის კურსზე: "მნიშვნელოვანია, კონცენტრირება გავაკეთოთ ინფლაციაზე"

5c139809ba811
ელენე გოგბერაშვილი
14.12.18 16:25
760
საქართველოს ეროვნულ ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, „მნიშვნელოვანია, კონცენტრირება გავაკეთოთ ინფლაციაზე“.

ასე უპასუხა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ეროვნული ვალუტის კურსს შეეხებოდა.

მთავარმა ბანკირმა, ტრადიციულად, კურსის პროგნოზირებისგან თავი შეიკავა.

„ლარის კურსის ფორმირებაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. ეროვნული ბანკი, ისევე როგორც სხვა ცენტრალური ბანკები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები არ აკეთებენ განმარტებას გაცვლითი კურისის მოკლევადიან მოძრაობაზე. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რომ კონცენტრირება გავაკეთოთ ინფლაციაზე, თუ რა დონის ინფლაციის მაჩვენებელი არის ქვეყანაში. მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლიური ინფლაცია 1,9%-ია და ის მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ არის“, - აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.