მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვასალია საპოლიციო გამოსახლებაზე: ლოგიკური იქნება თუ პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს

567126d234451
BM.GE
16.12.15 12:51
1221
საქართველოს ბანკების ასოციაცია საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. ასოციაციის პრეზიდენტი, ზურაბ გვასალია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნულ კანონპროექტზე ვეტოს დადება ლოგიკური ქმედება იქნება. ზურაბ გვასალია განმარტავს, რომ კანონპროექტს მხარს მხოლოდ იპოთეკით დაზარალებულები უჭერენ, თუმცა ახალი კანონმდებლობა მათ პრობლემებს ვერ დაარეგულირებს.
 
"ცვლილება უარყოფითად აისახება საპროცენტო განაკვეთებზე, რაც ცუდ გავლენას მოახდენს საინვესტიციო გარემოზეც. გარდა ამისა, დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპები დგება ეჭვის ქვეშ. მტკიცებულების ტვირთი მთლიანად გადმოდის მესაკუთრეზე. საჯარო რეესტრის ამონაწერი კი უბრალოდ ფარატინა ქაღალდი გახდება, რომელსაც კომუნისტების დროს "სახლმმართველობა" იძლეოდა", - განაცხადა გვასალიამ.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის მიხედვით, კოდექსიდან ხდება იმ ნორმის ამოღება, რომელიც ეხება მესაკუთრის მოთხოვნით, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს მიერ უძრავ ნივთზე ხელშეშლის აღკვეთას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ასევე, კანონის შესაბამისი მუხლებიდან ამოღებული იქნება უძრავი ქონების შემძენის განცხადება სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ.