25.თებერვალი.2016 13:28
ბიზნესი, საზოგადოება

გუდიაშვლის მოედანზე სამ არქიტექტურულ პროექტზე კონკურსი გამოცხადდა

გუდიაშვლის მოედანზე სამ არქიტექტურულ პროექტზე კონკურსი გამოცხადდა
თბილისის განვითარების ფონდმა გუდიაშვილის მოედანზე მდებარე გია აბესაძის ქ. 23/1, აბო თბილელის ქ. 3/8 და N3- ის არქიტექტურულ პროექტებზე საერთაშორისო კონკურსი გამოაცხადა.
 
კონკურსის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეკონსტრუქციის და ისტორიულ გარემოსთან ადაპრიტერებული თანამედროვე შენობის საუკეთესო საპროექტო წინადადების გამოვლენა.

"კონკურსის შედეგად შეიქმნება ისეთი პროექტები, რომლებიც თავისი ფუნქციით, ფორმებით და მასშტაბით გუდიაშვილის მოედნის განაშენიანების შესატყვისი იქნება. გუდიაშვილის მოედანზე შეიქმნება ახალი, თანამედროვე არქიტექტურული ნიმუშები, რომლებსაც კულტურული და საზოგადოებრივი ფუნქციური დატვირთვა ექნება.

ახალი თანამედროვე შენობები, ხელს შეუწყობს ისტორიული უბნის განვითარებას, ახალი ტურისტული ნაკადების გაჩენას და გუდიშვილის მოედნის არეალის გამოცოცხლებას.
საკონკურსო წინადადების მიხედვით, გია აბესაძის ქუჩა N23/1 - ში შეიქმნება გალერეის ფუქნქციის სივრცე, ხოლო აბო თბილელის ქ.3/8 და აბო თბილელის ქ.3-ში სასტუმროს, კაფე-ბარის, პარკინგის და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვადასხვა სივრცეები შეიქმნება.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა არქიტექტორს, ინტერდისციპლინარულ ჯგუფს, ორგანიზაციას, ან არქიტექტურულ სახელოსნოს.

კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ სტუდენტებსა და საკონკურსო კომისიის წევრებთან საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ ურთიერთობებში მყოფ პირებს.

აბო თბილელელის ქ. N3/8 და N3-ში ში პროექტის შესდივის სავარაუდო ღირებულება 186 000 ლარია, ხოლო გია აბესაძის 23/1 პროექტის ღირებულება 175 000 ლარს შეადგენს.

საკონკურსო წინადადებების მიღება იწყება 16 მარტიდან და მთავრდება 21 მარტს (აბო თბილელის ქ. 3/8 დაN3 16:00 საათამდე, აბესაძის ქ. N23/1 14:00 საათამდე). წინადადებების მიღება მოხდება ელექტონული წესით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე", - განმარტავენ თბილისის განვითარების ფონდში. მათივე ინფორმაციით, საკონკურსო კომისიაში მოწვეულნი არიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და არქიტექტორები.



24.სექტემბერი.2018 19:40
31

"მგზავრები" თელავში ახალი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს

ვრცლად
24.სექტემბერი.2018 19:20
199

გონიოში ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება

ვრცლად
24.სექტემბერი.2018 19:00
39

ბაკურიანში "პანორამა მგზავრების" ახალი სასტუმროს მშენებლობა იწყება

ვრცლად
24.სექტემბერი.2018 09:00
977

კომპანია BPC-ს წვენები კატარის ბაზარზე შევიდა

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 15:01
659

ოსინოვსკი: საქართველოში საინვესტიციო გარემო გაუარესებულია

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 10:00
140

თბილისის მერია ბიუ-ბიუს პასუხობს

ვრცლად