მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუდაურში Radisson-ის სასტუმრო 2016 წლის ბოლოს გაიხსნება

56710811cf9b5
BM.GE
16.12.15 10:39
1515
გუდაურში Radisson-ის სასტუმრო 2016 წლის ბოლოს გაიხსნება. კომპანია "Red-Co"-მ Radisson-თან ხელშეკრულება უკვე გააფორმა და სამშენებლო სამუშაოების დასრულება მომავალი წლის ბოლს იგეგმება. პროექტში კომპანია 15 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. როგორც რედკო-ს პროექტების მენეჯერი მალხაზ კუნელაური გადაცემაში „საქმიანი დილა“ აცხადებს, ამ ეტაპზე კომპანია გუდაურში 300 ნომერს ფლბს, რომელიც 800-მდე დამსვენებელს ემსახურება, მომავალი წლისთვის კომპანიას აღნიშნული სასტუმრო ნომრების 1000-მდე გაზრდა სურს.
 
"ჩვენი სურვილია, რომ გუდაურის ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს და დამსვენებელი, რომელიც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მიდის, საქართველოში ჩამოვიდეს. ამისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას ვცდილობთ. გუდაურში ამ ეტაპზე 25 მილიონია დახარჯული, მიდმინარე წელს დამატებით 15 მილიონს დავხარჯავთ. ქვეყნის მასშტაბით "რედკო"-ს მიერ განხორციელებული პროექტების, საერთო მოცულობა დაახლოებით 80 მილიონი დოლარია", - განაცხადა მალხაზ კუნელაურმა.