12.იანვარი.2019 14:44
საზოგადოება

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან ს/გზის კმ85 მონაკვეთამდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
ავტორი: თელარა გელანტია



21.იანვარი.2019 13:05
103

მერიამ სასტუმრო "ბუდაპეშტის" განმახორციელებელ კომპანიასთან შეთანხმებას ვერ მიაღწია

ვრცლად
21.იანვარი.2019 12:45
108

"ბუდაპეშტის" მშენებელი კომპანია: "მიმდინარეობს ხელების გადაგრეხვის პოლიტიკა"

ვრცლად
21.იანვარი.2019 12:33
633

სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებელი კომპანია მერიის შეთავაზებას არ იღებს

ვრცლად
21.იანვარი.2019 11:46
66

27 ახალი სკოლის მშენებლობაზე წელს 65 მილიონი ლარი დაიხარჯება

ვრცლად
21.იანვარი.2019 10:13
379

“ფოთისთვის განსაკუთრებული ფინანსური სარგებელი არ აქვს არც პორტს და არც - კოლხეთის პარკს” - მერის მოადგილე

ვრცლად
21.იანვარი.2019 09:46
73

ლიეტუვაში მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

ვრცლად