მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუბერნატორი: შვედი ბიზნესმენი მუხრანის ტურისტულ ცენტრად გადაქცევას გეგმავს

590037fec02c1
ელენე გოგბერაშვილი
26.04.17 10:00
15619
"შვედი ბიზნესმენი მუხრანის ტურისტულ ცენტრად გადაქცევას გეგმავს", - ამის შესახებ "საქმის კურსს" მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა, გოჩა ზეიკიძემ განუცხადა. მისი თქმით, მუხრანის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და მასზე შვედი ბიზნემენის, პოლსენის ფონდმა იზრუნა. ზეიკიძის თქმით, ფონდში შექმნილია ბორდი, რომელშიც მთავრობის, ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენლები და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის აპარატი შედის. ფონდის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლინდა, რომელიც მუხრანის განვითარების კონცეფციას მოამზადებს.

"მუხრანს აქვს პოტენციალი ტურისტული თვალსაზრისით გახდეს მეორე მცხეთის შემდეგ. მუხრანი ისტორიულ-კულტურული ძეგლია. დაგეგმილია ნიკო ბურების სასახლის აღდგენა, ძალისას ნაქალაქარის რეაბილიტაცია და სხვა ინფრასტრუქტურის შექმნა", - აცხადებს გუბერნატორი. მისი თქმით, პროექტს სრულად შვედი ბიზნესმენის ფონდი აფინანსებს, თუმცა მასში სავარაუდოდ კერძო სექტორიც ჩაერთვება.