მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუბერნატორი: კოკა-კოლას წარმოება მცხეთაში გადმოაქვს

58fde099676ff
BM.GE
24.04.17 15:23
2183
კოკა-კოლა წარმოების მცხეთაში გადატანას გეგმავს, - მცხეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე "საქმის კურსთან" საუბარში ამბობს, რომ შესაბამისი სამუშაოები წელსვე დაიწყება.

"წელს გაიხსნება „ლიდერ ფუდის თითქმის 10 მილიონიანი, ევროპული დონის ქარხანა, რომელიც 120 დასახელების უმაღლესი ხარისხის ხორც-პროდუქტებს აწარმოებს. წინასწარი მონაცემებით, 80 მარტო დისტრიბუციის მანქანა ეყოლებათ. დასაქმდება ადგილობრივი კარდრები, რაც ჩვენთვის ყველაზე საინტერესო თემაა.

კოკა-კოლა აპირებს წელსვე დაწყებას სამუშაოების და ჩვენთან გადმოაქვს წარმოება.

არის ათეულობის საწარმო, რომელიც გახსნის ან მშენებლობის პროცესშია", - განაცხადა გუბერნატორმა.