14.თებერვალი.2016 13:17
ბიზნესი

გრანტის მისაღებად ბიზნეს იდეების რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება

გრანტის მისაღებად ბიზნეს იდეების რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მეორე რაუნდი ხვალიდან დაიწყება. როგორც მეწარმეორბის განვითარების ცენტრში აცხადებენ, ბიზნესიდეების რეგისტრაცია ვებგვერდზე www.qartuli.ge 31 მარტის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. ხოლო კონკურსის შედეგად გამარჯვებულებს 5 ათასიდან 15 ათასამდე ლარის მიღება შეუძლიათ. ამასთან ცენტრის ინფორმაციით, პროგრამისთვის პრიორიტეტული ქალი მეწარმეების ბიზნესიდეები იქნება.
 
რაც შეეხება კონკურსში მონაწილეობის წესებს, მასში მონაწილეობის უფლება აქვს: საქართველოს მოქალაქეობის მქონე 18 წლის ზემოთ პირს, რომელიც არ არის საჯარო მოხელე; დაინტერესებულ პირს განაცხადის შეტანის მომენტში არ უნდა ჰქონდეს მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე; მზად უნდა იყოს ბიზნეს იდეეების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდეს მეწარმე სუბიექტად და მოიპოვოს სპეციალური დაბეგვრის სტატუსებიდან ერთერთი.

ამასთან, პროგრამა ითვალისწინებს ერთ მეწარმე სუბიექტზე დაფინანსების მაქსიმალურ თანხას 5000 ლარის ოდენობით, ორი მეწარმე სუბიექტის გაერთიანების შემთხვევაში - არაუმეტეს 10 000 ლარისა, ხოლო სამი მეწარმე სუბიექტის გაერთიანების შემთხვევაში - 15 000 ლარს, ბენეფიციარისთვის გადაცემული თანხის მინიმუმ 20%-იანი თანხობრივი თანამონაწილეობით.

საქართველოში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2015 წელს დაიწყო და მისი ბიუჯეტი 20 მილიონ ლარს შეადგენს. რაც შეეხება ხანგრძლივობას ის 26 თვით განისაზღვრა. ამასთან, პროგრამა 2017 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს და მის ფარგლებში სულ 3000–მდე მეწარმის ხელშეწყობა მოხდება.



16.თებერვალი.2019 11:20
1715

მამუკა ნოზაძე: მეფრინველეობის დარგმა განვითარება შეწყვიტა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:20
124

გიორგი ქობულია: აუცილებელია ბიზნესს კადრების გადამზადებაში დავეხმაროთ

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:00
2188

სახელმწიფო 50 000-2000 000 ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 16:55
112

გამოწვევებით სავსე და წარმატებული 2018 წელი - "ელიტ ელექტრონიქსი"

ვრცლად
15.თებერვალი.2019 15:05
962

მაია ბითაძე: კ2 კოეფიციენტების ზრდა უძრავ ქონებას აუფასურებს

ვრცლად
15.თებერვალი.2019 14:26
839

რევაზ ვაშაკიძე: თუ მეტი გამჭვირვალობა არ იქნება, "თიბისი ბანკი" ჩამოიშლება

ვრცლად