მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გრანტების პროგრამაში გამარჯვებული 20 სტარტაპერი 100,000-100,000 ლარს მიიღებს

5c710c3c56ad3
თელარა გელანტია
23.02.19 12:59
1728
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ლაშა მიქავას განცხადებით, სახელმწიფოს დახმარება და აღნიშნულ პროცესში მსოფლიო ბანკის მონაწილეობა, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ ქართული სტარტაპებისთვის, ისე სამომავლოდ ინოვაციური კულტურის განვითარებისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის და და ინოვაციური საქართველოს შენებისთვის.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, ამის შესახებ მიქავამ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ცნობისთვის: პროგრამის ფარგლებში სულ 20 გამარჯვებული გამოვლინდა, თითოეულ მათგანს 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა.

გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ იყო დაკომპლექტებული.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, მსგავსი პროგრამები დაეხმარება ადგილობრივ სტარტაპებს მოახდინონ საკუთარი ინოვაციური იდეების კომერციალიზაცია.

ღონისძიებას საჯარო და კერძო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის" (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2018 წლის 19 ნოემბერს დაიწყო. საწყის ეტაპზე შემოსული 135 განაცხადიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა 40 ფინალისტი გამოავლინეს. კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის პროგრამისთვის მოწვეული ტრენერები ამზადებდნენ.