მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google რეკორდული თანხით დაჯარიმდა

595231ead0b44
BM.GE
27.06.17 14:21
1709
Google რეკორდული თანხით დაჯარიმდა. ევროკავშირის რეგულატორმა Google-ს 2,7 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა.

ევროკომისიამ ამერიკული გიგანტი საკუთარი საძიებო სისტემის ბოროტად გამოყენებაში სცნო დამნაშავედ, - კერძოდ, მის მფლობელობაში არსებული სავაჭრო პლატფომების სასარგებლოდ სხვა პლატფორმების შეზღუდვაში. ევროკომისიის დასკვნით, Google საკუთარ სავაჭრო პლატფორმებს საძიებო სისტემის პირველ ადგილებზე ანთავსებდა.
Google-ს ჯარიმის გასაჩივრების უფლება აქვს, თუმცა კორპორაციას თემაზე კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.

კომისიამ არალეგალური საქმიანობის შესაწყვეტად, Google-ს 90 დღიანი ვადა მისცა.