მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google ნოუთბუქების წარმოებას წყვეტს

58bac15e72fc3
BM.GE
04.03.17 17:26
1994
Google-ის ვიცე-პრეზიდენტმა რიკ ოსტერლომ ბარსელონაში გამართულ ტექნოლოგიურ გამოფენაზე MWC 2017 განაცხადა რომ პერსონალური კომპიუტერის Chromebook Pixel-ის წარმოება შეწყდება.

როგორც ოსტერლო აღნიშნავს, კომპანიის გეგმებში ნოუთბუქების ხაზის განვითარება და ახალი ნოუთბუქების წარმოება არ განიხილება. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ მოდელი Chromebook Pixel -ი Google Store-ში აღარ გაიყიდება.

GSMArena-ის ცნობით, თვითონ ბრენდი Pixel არსებობას გააგრძელებს და ამ ბრენდის ქვეშ Google-ი სმარტფონებს აწარმოებს. ასევე კომპანია ოპერაციული სისტემის Chrome OS გაუმჯობესებაზე განაგრძობს მუშაობას. წარმოების შეწყვეტის ერთ-ერთ მიზეზად მისი ფასი სახელდება. 2015 წლის გაზაფხულზე წარმოდგენილი ნოუთბუქი 1300 აშშ დოლარი ღირდა.