მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google ავტომობილებში ანდროიდის ოპერაციულ სისტემას დაამონტაჟებს

5ba4b49ada96a
კესო კაციტაძე
21.09.18 13:01
775
2021 წლიდან მილიონობით მანქანას , რომელიც საერთაშორისო ბაზარზე გაიყიდება, ანდროიდის ოპერაციული სისტემა ექნება დამონტაჟებული. google საპარტნიორო ხელშეკრულებას დებს ალიანსთან “Renault-Nissan-Mitsubishi”, რომელიც ახალ ავტომობილებში ანდროიდის სისტემას გამოიყენებს, პლატფორმა მძღოლებს Google Maps-ის ნავიგაციის სისტემას და Google Assistant-ს შესთავაზებს.

Cnn-ის ინფორმაციით გასულ წელს Renault-Nissan-Mitsubishi-ს ალიანსმა მსოფლიო მასშტაბით 10,6 მილიონი მანქანა გაყიდა. ალიანსის შეფასებით, ანდროიდის ოპერაციული სისტემის ჩაყენების შემდეგ გაყიდული მანქანების რიცხვი 2022 წლისთვის 14 მილიონს მიაღწევს.

The Wall Street-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ Google-ს უკვე ათ წელზე მეტია სურს ავტომობილების სამყაროში შევიდეს, თუმცა პროცესი შეაფერხეს ავტომობილების კომპანიებმა, რომლებსაც Google-ს და სხვა ტექნოლოგიურ გიგანტებს გარკვეულწილად კოკურენტებად მიიჩნევენ, რადგან მათ მომხმარებლის მონაცემების საკუთარი მოგებისთვის გამოყენება შეუძლიათ.

ისეთი ავტომწარმოებელი კომპანიები, როგორებიცაა Mercedes-Benz და BMW, Google-თან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ და საკუთარი GPS სისტემის შექმნას გეგმავენ, თუმცა ეს პროცესი არაერთ ტექნოლოგიურ სირთულეს უკავშირდება.

Google ამჟამად პროგრამებს Android OS და Android Auto, მომხმარებლებს უფასოდ სთავაზობს.