მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google Android-ს ახალი ოპერაციული სისტემით ჩაანაცვლებს

5b54badc2c74e
კესო კაციტაძე
22.07.18 21:09
1184
Google  უკვე მუშაობს ახალ ოპერაციულ სისტემაზე, რომლითაც ანდროიდს ჩაანაცვლებს.მისი სახელი კი Fuchsia იქნება.

Bloomberg-ის ინფორმაციით, Google-ს ინჟინერებმა პროექტზე მუშაობა 2016 წელს დაიწყეს და პროცესი  2 წელზე მეტია  გრძელდება.  კომპანია იმედს იტოვებს, რომ ახალი სისტემა სრულად ჩაანაცვლებსმსოფლიო დომინანტურ მობილურ ოპერაციულ სისტემას Android-ს. ახალ სისტემას ექნება ხმის კონტროლის ფუნქცია და მისი დაყენება ლეპტოპებზეც იქნება შესაძლებელი. Android-ის  ჩანაცვლების პროცესი ეტაპობრივად დაიწყება და დაახლოებით 5 წელი გაგრძელდება. Fuchsia-ს გუნდის წევრების მიზანია შექმნან  სისტემა, რომელიც  სხვადასხვა , ისეთ  სმარტ მოწყობილობებზე დაყენდება, როგორებიცაა მაცივარი,ტელევიზორი და მანქანა.

შეგახენებთ, რომ ევროკავშირმა Google $5 მილიარდით დააჯარიმა.კომპანიას ბრალი დაედო Android-ის სისტემაში განხორციელებული უკანონო ქმედებების გამო. კომპანიას ქმედების შეჩერებისთვის 90 დღე მიეცა.