02.დეკემბერი.2015 11:06
ეკონომიკა

გოგოლაშვილი: ევროკომისიის დასკვნა ვიზალიბერალიზაციაზე, სავარუდოდ დადებითი იქნება

გოგოლაშვილი: ევროკომისიის დასკვნა ვიზალიბერალიზაციაზე, სავარუდოდ დადებითი იქნება
ევროკომისიის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე 2 კვირა რჩება. ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი გადაცემა „საქმიან დილაში“ აღნიშნავს, რომ ევროკომისიის დასკვნა აუცილებლად დადებითი იქნება. როგორც გოგოლაშვილი აცხადებს, უვიზო რეჟიმის მონიჭების საკითხი დიდ წილად, წევრი სახელმწიფოებზეა დამოკიდებული. მისივე თქმით, რომ არა წევრი ქვეყნების სურვილი, ვიზალიბერალიზაციის პროეცესი არ დაიწყებოდა. 
 
"ევროკომისარს იოჰანეს ჰანს ძალიან მაღალი მოლოდინები აქვს. მან აღნიშნა, რომ არ აქვს უფლება წინსწრებით ისაუბროს, ასევე არ აქვს უფლება, რომ წევრი ქვეყნების სახელით ისაუბროს და ამიტომ არ იცის რა გადაწყვეტილებას მიიღებს. დასკვნას აკეთებს ევროკომისია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ევროკომისარი საქმის კურსშია, თუ როგორი დასკვნა მზადდება. ამაში შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ, რომ ევროკომისიის დასკვნა ნამდვილად დადებითი იქნება.

რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მონიჭებას, ეს არის დამოკიდებული უკვე ქვეყნების გადაწყვეტილებაზე, რომელიც დასკვნის მოყვება. დასკვნის შედეგად ევროკომისიამ უნდა შეადგინოს რეკომენდაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ავტომატურ რეჟიმში მოგვენიჭება უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. რაც შეეხება სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებულ რეფორმებს, როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციურ რეფორმებს, - პრაქტიკულად ყველა შესრულდა და საკმაოდ სწრაფად, მაღალ დონეზე. ამ მიმართულებით შეიძლება ჩვენი მთავრობა მხოლოდ შევაქოთ.

რაც შეეხება შემდგომში გადაწყვეტილების მიღებას, ეს სამწუხაროდ მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ პრაქტიკულად გავაკეთეთ ყველაფერი, რაც საჭირო იყო. 

ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სიტუაცია იქნება ევროპაში, რამდენად მზად იქნებიან წევრი ქვეყნები მზად, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ. რომ არ ყოფილიყო ნება ევროპის შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში იმისა, რომ საქართველოსთვის ასეთი რეჟიმი მიენიჭებინათ მაშინ ეს პროცესი საერთოდ არ დაიწყებოდა. ამ ეტაპზეც სიგნალები, რომელიც მოდის გვიჩვენებს, რომ მთავრობები დაინტერესებული არიან, რომ ეს რეჟიმი მოგვენიჭოს. მათ ეს ნება და სურვილი გააჩნიათ. სიტუაცია, რომელიც დღეს მიგრაციულ ნაკადებთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა ევროპაში არის ძალიან უარყოფითი. ეს არ არის ის მომენტი, როდესაც ხმამაღლა შეგიძლია ისაუბრო მეგობარი ქვეყნისთვის ახალი სავიჟო ლიბერალიზაციის საკთიხებზე.

განწყობების შეცვლილია და საქართცელო ისეთ საფრთხეს არ წარმოადგენს ევროპის მოსახლეობისთვის. დაკავშიებით კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს და მოსახლეობამ დაუჭიროს მხარი. მოსახლეობის მხარდაჭერა კი დემოკრატიულ ქვეყნებში განმსაზღვრელია. თუ მთავრობა ვერ ხედავს, რომ მოსახლეობა რაღაც გადაწყვეტოლებას მხარს არ უჭერს, ის ვერ გარისკავს“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.



16.აგვისტო.2018 18:25
457

ტურიზმის საკონსულტაციო საბჭო არსებობს, ქობულია კი, ახალ საბჭოს ქმნის

ვრცლად
16.აგვისტო.2018 17:45
164

შამბა: აფხაზეთში მთავარი ინვესტიციები რუსეთიდანაა, ძალიან მცირედით არის თურქული ბიზნესი“

ვრცლად
16.აგვისტო.2018 17:09
204

ლარი დოლარის მიმართ 3 თეთრით გამყარდა

ვრცლად
16.აგვისტო.2018 16:49
339

„ქობულიამ ტურიზმის ინდუსტრიას მოუსმინა და ჩანაწერები გააკეთა“

ვრცლად
16.აგვისტო.2018 15:53
344

სუს-მა „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმიანობის შესწავლა დაიწყო

ვრცლად
16.აგვისტო.2018 15:42
1151

„თუ მერია გადაწყვეტილებას არ მიიღებს, “ბიუ-ბიუ” საწარმოო პროცესს შეაჩერებს“

ვრცლად