26.დეკემბერი.2015 18:19
ბიზნესი

გლდანში მსხვილი ფორმატის სავაჭრო კომპლექსი გაიხსნა

გლდანში მსხვილი ფორმატის სავაჭრო კომპლექსი გაიხსნა
"ვისოლ ჯგუფმა" გლდანში მსხვილი ფორმატის სავაჭრო კომპლექსი გახსნა, სადაც ერთ სივრცეშია განთავსებული სუპერმარკეტი "სმარტი“, "ვენდისა“ და "დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნები და "ვისოლის“ ბენზინისა და გაზის გასამართი სადგური. სავაჭრო გალერეაში ასევე გაიხსნა სხვადასხვა ბრენდების სერვის ცენტრები და მაღაზიები. "ვისოლ ჯგუფის" ახალი სავაჭრო კომპლექსის საზეიმო გახსნის ცერემონიალსსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიაშვილი, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და "ვისოლჯგუფის” ამერიკელი პარტნიორები დაესწრნენ.
 
""ვისოლ ჯგუფისათვის" გლდანის სავაჭრო კომპლექსი გორის დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის შემდგომ მეორე ობიექტია, სადაც "სმარტი“, "ვენდი" "დანკინ დონატსი“ და "ვისოლი“ ერთ სივრცეშია განთავსებული. მნიშვნელოვანია ის, რომ ახალ სავაჭრო კომპლექსში ჯამურად 300-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება და წინა საახალწლოდ 300-ზე მეტ ოჯახს გაუჩნდება შემოსავლის ახალი წყარო. ახალი ფართო ფორმატის სავაჭრო კომპლექსის შექმნით ჩვენ ასევე დამატებით წვლილს შევიტანთ ქართული ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი წარმოების წახალისების საქმეში“, - აცხადებს "ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.


23.აპრილი.2018 22:15
162

მაია ცქიტიშვილმა სამშენებლო კომპანიებისგან ვადაგადაცილების გამო განმარტება მოითხოვა

ვრცლად
23.აპრილი.2018 21:00
218

ქუთაისში ფეროშენადნობთა საწარმო გაიხსნება

ვრცლად
23.აპრილი.2018 20:23
135

"ოპეკი ნავთობის ფასს ხელოვნურად ზრდის"

ვრცლად
23.აპრილი.2018 20:00
482

18 წლის მილიონერი, რომელიც Bitcoin-ით გამდიდრდა

ვრცლად
23.აპრილი.2018 19:30
58

"საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხები არ მიგვიღია"

ვრცლად
23.აპრილი.2018 19:00
160

"სს ინსტიტუტი იგჰ“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

ვრცლად