მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გივი კორინთელი: საკრედიტო ბარათი თანამედროვეობის ყველაზე დიდი, დახვეწილი ჭირია

5658157fbd542
საქმიანი დილა
27.11.15 12:28
2469
საკრედიტო ბარათის დადებით და უარყოფით მხარეებზე "საქმიან დილაში" Green Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი, გივი კორინთელი საუბრობს.
 
- რა აქვს საკრედიტო ბარათს კარგი და რა - ცუდი?
 
- საკრედიტო ბარათი თანამედროვეობის ყველაზე დიდი, დახვეწილი ჭირია. დახვეწილი იმიტომ, რომ მისი საშუალებით ვიღებთ დიზაინს, მოხერხებულობას. მაგრამ ასევე, მას მოყვება სესხის აღების შესაძლებლობა. აქ ერთვება ზუსტად ის, რასაც უნდა ვუფრთხოდეთ.

- ხშირად საკრედიტო ბარათები საპრონცეტო განაკვეთების მიხედვით საკმაოდ მაღალია. თუმცა, არის სარეკლამო რგოლები, სადაც 0%-იან განაკვეთზე საუბრობენ, თუ თანხას დავაბრუნებთ 30 - 55 დღეში. ეს ის მახეა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ?

- რა თქმა უნდა. იმავენაირად არის ონლაინ სესხების შემთხვევაში. ონლაინ სესხი პირველი არის უფასო, მაგრამ როგორც კი პროლონგირებას გავაკეთებთ იმისა, მაშინვე ერთვება საპრონცეტო განაკვეთი და თუ გადავდივართ ვადაგადაცილებაში, უკვე იქ იწყება ყველა პრობლემა, რაც კი შეიძლება საკრედიტო ბარათთან დაკავშირებით გვქონდეს.

- საკრედიტო ბარათს ქართულ საბანკო სექტორში რა წილი უჭირავს?

- საკრედიტო ბარათი მიბმულია ყველა მიმდინარე ანგარიშზე. ჩვენ თუ ვხსნით მიმდინარე ანგარიშს, თითქმის ყოველთვის მას პირდაპირ ემბება საკრდეიტო ბარათი იმისთვის, რომ ბანკში აღარ იაროს ადამიანმა, რომ მას შეეძლოს თანხის ბანკომატიდან გამოტანა და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე, ვისაც აქვს ფიზიკური პირის გახსნილი საბანკო ანგარიში, არის იმავდროულად საკრედიტო ბარათის მფლობელი.

- რამდენად სწორად არის ჯარიმების პრინციპი მომხმარებლისთვის განმარტებული? იყო შემთხვევა, როდესაც ადამიანს ხუთი თეთრი დააკლდა გადასახადზე და მიუვიდა ოცლარიანი ჯარიმა. დიფერენცირებული არ იყო ეს ჯარიმები და ამ ადამიანს არ განუმარტეს ეს საკითხი. ნებისმიერ შემთხვევაში ოცი ლარია ეს ჯარიმა?

- ეს მისაღები, რა თქმა უნდა არ არის ყველა ჩვენგანისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში მისაღებია ბანკისთვის. ეს არ არის ერთეული შემთხვევა. ერთ თეთრიანი გადაცილებაც კი, რომელიც შეიძლება ტექნიკური ხასიათის იყოს, გამოიწვევს იმას, რომ ადამიანი გადაიხდის საკმაოდ შეგნებულ ჯარიმას. ზუსტად ამას უნდა ვუფრთხოდეთ და ყოველთვის ვიცოდეთ, რომ რეალურად ეს განსხვავებული სესხია და მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ სესხს. როგორც წესი ასეთი ჯარიმები ხელშეკრულების მე-5 ან მე-6 გვერდზეა, როდესაც ადამიანს კონკრეტულ შეთანხმებაზე ხელს აწერინებენ. ყოველთვის ყველგან რაღაც წერია, მაგრამ ყოველთვის ადამიანი ვერ წაიკითხავს. ამისგან არავინ არ არის დაზღვეული. პირადად მეც შეიძლება ეს გამომრჩეს. ამ ჯარიმის გადახდა ადამიანს აუცილებლად მოუწევს.

- რამდენად გამართლებულია საკრედიტო ბარათის მიცემა იმ ადამიანისთვის, რომელსაც სამსახური არ აქვს?

- ეს არის ზუსტად ის ფსიქოლოგიური მახე, რომელშიც ყველა ადამიანი ვარდება. აქ ფსიქოლოგიური მომენტია ჩართული. როდესაც ადამიანი უსამსახუროდ არის, ურეკავს ბანკი და ამ ადამიანის თვითშეფასებას მაღლა წევს, - ეუბნება, რომ გახდა საკრედიტო ბარათის მფლობელი. სამსახური არ აქვს და არაფერში ერიცხება 800 ლარი, რომელიც მეორე დღიდან შეგიძლია გამოიყენო. ამ ცდუნებაზე უარის თქმა ძალიან რთულია. სწორედ აქედან ჩნდება ის მახე, რომელიც გრძელდება და ზოგიერთი ადამიანისთვის ცხოვრების თამდევი ჭირი ხდება რეალურად.

- როდესაც ადამიანს სამსახური არ აქვს და ბნკი სთავაზობს თანხას არაფერში, ეს "მახე გათვლაა" მათი მხრიდან?

- კი, გათვლაა და ჩემი რჩევა იქნება ყველასადმი, რომ საკრედიტო ბარათი მხოლოდ და მხოლოდ საგადამხდელო საშუალებისთვის გამოიყენოს, ან ბანკომატიდან ფულის გამოსატანად. თუ ადამიანს სესხი დასჭირდა, არავითარ შემთხვევაში არ დაიზაროს მივიდეს ბანკში და მას იქ გაცილებით კარგ პირობებს შესთავაზებენ იგივე სამოომხმარებლო სესხის სახით, სადაც არ იქნება ისეთი ხრიკები და ხაფანგები, რაც საკრედიტო ბარათით მოცემის შემთხვევაში ხდება. ყველა სერვისს აქვს თავისი ფასი. შესაბამისად ის, რომ თქვენ შეგიძლიათ მანქანა გააჩეროთ ორ მეტრში ბანკომატიდან, მიხვიდეთ და გამოიტანოთ ნაღდი ფული, - ამ კომფორტში იხდით თქვენ ფულს. არის მეორე ალტერნატივა - მიბრძანდით ბანკში და გამოიტანეთ პირადი ანგარიშიდან. ამ შემთხვევაში რიგში მოგიწევთ დგომა და ა.შ. კომფორტში იხდის ადამიანი საკომისიოს და პროცენტს.

- რჩევა, რეკომენდაცია რა იქნება თქვანგან იმ ამიანებისთვის, რომლებიც ფიქრობენ აღებას ან უკვე აქვთ საკრედიტო ბარათი. ბევრი ადამიანია, ვისაც შეაქვს ბარათზე თანხა და მერე უკან გამოაქვს...

-ეს ჩვეულებრივად ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა. პირადად მეც ამის მსხვერპლი ვიყავი სულ რაღაც ცოტა ხნის წინ. ეს არის თვითდისციპლინის მომენტი. ადამიანი უნდა შეეცადოს, რომ თავისი ხელფასიდან იმდენი დადოს, რომ მისი საკრედიტო ბარათის უარყოფითი ნაშთი შეამციროს და ნულამდე დაიყვანოს. თუ ხელახლა დასჭირდება სესხი, ამისთვის აუცილებლად ბანკში მიბრძანდეს და სამომხმარებლო სესხი აიღოს, რომელიც უფრო მოხერხებულიცაა და ამ შემთხვევაში ზუსტად იქნება გაწერილი გრაფიკი.

- სამომხმარებლო სესხით შეუძლია ადამიანს საკრედიტო ბარათი გადაფაროს?

- რა თქმა უნდა, მაგრამ ვიმეორებ, რომ მახე ყოველთვის იქნება, ანუ ყოველთვის გამოვა ლამაზი საკრედიტო ბარათი ქალბატონებისთვის ოქრო, პლატინა... შეუძლიათ ოჯახის ფოტო დაბეჭდონ. ეს არის ზუსტად ის მახე, რითიც ადამიანი ებმება საკრედიტო მახეში.