მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ხიშტოვანი: მცირე მთავრობა სწორი ხედვაა

5b51de45845de
მაია ბიწაძე
20.07.18 17:05
868
"მცირე მთავრობა სწორი ხედვაა“, - ამის შესახებ ,,საქმიანი დილის“ ეთერში“ PMC კვლევითი მიმართულების დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა განაცხადა. თუმცა, მისივე თქმით, ამას მთავრობის აპარატის შემცირება უნდა მოჰყვეს.

"მე ვფიქრობ, რომ მცირე მთავრობა სწორი ხედვაა, მაგრამ ამ მიმართულებთ უნდა გადაიდგას ნაბიჯები, კერძოდ: ნაკლები საკითხი უნდა ეხებოდეს მთავრობას და მეტი საკითხი უნდა გადააბაროს მან დამატებით მუნიციპალიტეტებს.

იმ შემთხვევაში, თუ ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგა, ავტომატურად დღის წესრიგში დგება პერსონალის შემცირების საკითხი. თუ ჩვენ მთავრობას ნაკლებ ფუნქციებს ვაკისრებთ და მეტი ფუნქცია გადადის მუნიციპალიტეტების დონეზე, მაშინ აუცილებლად უნდა შემცირდეს სახელმწიფო აპარატი. თუ ასე არ მოხდა, მაშინ მთავრობის ეფექტიანობა კიდევ უფრო შემცირდება, რადგან გვეყოლება უფრო მეტი ადამიანი და გვექნება ნაკლები საქმე“, - განაცხადა ხიშტოვანმა.

რაც შეეხება სამინისტროების შემცირებას, მისი განმარტებით, ეს მიდგომა გამართლებულია, რადგან ხშირ შემთხვევაში სამინისტროების მიერ ერთიდაიგივე ფუნქციების შესრულება ხდებოდა.

"ჩემი აზრით, ბევრი სამინისტრო ართულებდა კოორდინაციას, მსგავსი ფუნქციების გადაფარვა ხდებოდა სამინისტროებს შორის, მაგალითად რასაც აკეთებდა განათლების სამინისტრო, იგივეს აკეთებდა ახლგაზრდობის და სპორტის სამინისტრო, მსგავსს აკეთებდა კულტურის სამინისტრო.... შესაბამისად, ეხლა მთავრობის ხედვა არის, რომ ერთი სამინისტროს პირობებში ეს გადაფარვები შემცირდეს“ - განმარტა მან ,,საქმიან დილაში“.