მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ხიშტოვანი: ანტიდემპინგური კანონმდებლობა ჩვენ არ გვჭირდება

5ba26e8f6d2c8
სალომე მეცხვარიშვილი
20.09.18 10:00
1599
ანტიდემპინგური კანონმდებლობა ჩვენ არ გვჭირდება, - ამის შესახებ PMC კვლევითი მიმართულების დირექტორი გიორგი ხიშტოვანი აცხადებს.

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა ღია და თავისუფალია, რაც არის ქვეყნის მთავარი უპირატესობა. ხიშტოვანის აზრით, მსგავსი ტიპის შემზღუდავი კანონმდებლობის მიღება ქვეყანას ამ ნიშას დააკარგვინებს.

"არის მაღალი რისკი, რომ ასეთი ტიპის კანონმდებლობამ ხელი შეუშალოს საქართველოში კონკურენციისა და ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა და ჩვენი დიდი უპირატესობაა ღიაობა. გვაქვს ბევრ ქვეყანასთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა და დაბალი ტარიფები.

ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა და არ ხერხდება სხვადასხვა ტარიფით ეკონომიკის შეზღუდვა, ამის გამო ეს კანონი სხვადასხვა ბიზნესაქტორმა შეიძლება გამოიყენოს იმისთვის, რომ შეზღუდოს თავისი უცხოელი კონკურენტები, რომლებიც სთავაზობენ ბაზარს პროდუქციას უფრო იაფად, ვიდრე თვითონ სთავაზობენ",- აცხადებს ხიშტოვანი.