10.მაისი.2016 16:38
ეკონომიკა

გიორგი ვაშაძე: ტექნოპარკს სტარტაპები და ინოვატორები უნდა მართავდნენ და არა სახელმწიფო

გიორგი ვაშაძე: ტექნოპარკს სტარტაპები და ინოვატორები უნდა მართავდნენ და არა სახელმწიფო
საქართველოს მთავრობა სტარტაპების დაფინანსებას იწყებს. საწყის ეტაპზე პროექტის ბიუჯეტი 11 მილიონი იქნება. ბიზნეს იდეების წარსადგენად განაცხადების მიღება სავარაუდოდ თვის ბოლოს დაიწყება და პირველი პროექტი სექტემბერში დაფინანსდება. პროექტს საპარტნიორო ფონდი და ტექნოპარკი ახორციელებენ. თემაზე "ბიზნესკონტაქტთან“ ინოვაციებისა და განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე საუბრობს.

- თქვენი აზრით, სახელმწიფოს მხრიდან კლასიკური სუბსიდირების მაგალითთან ხომ არ გვაქვს საქმე და დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ეს ყველაფერი გამართლებულია თუ არა?

- ძალიან შორს არის ეს ინიციატივა იმისგან, რამაც შეიძლება ქვეყანაში სტარტაპები განავითაროს. სტარტაპი ვერ წარმოიშვება, როდესაც სახელმწიფო ან სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ერთი კომპანიაა გადამწყვეტი ვის უნდა მისცეს დაფინანსება და ვის არა.

სოფლის მეურნეობის სექტორის მაგალითმა გვაჩვენა, რომ თითქოს საბანკო სექტორს გადაეცა გარკვეულწილად მართვის ბერკეტები, მაგრამ მოხდა ისე, რომ მსხვილმა ბიზნესმა წაიღო კრედიტები. ვიღაც საწყალ ადამიანს ორი ძროხა უყიდეს და მეორეს მხრივ, მილიონები კომპანიამ წაიღო და ა.შ.

- ამით რისი თქმა გსურთ, რომ ინოვაციების მიმართკლებით იგივე ხდება?

- რა თქმა უნდა, თუ ბიუროკრატს ხელში ჩაუგდებ ინოვაციების მართვას, ბიუროკრატი დღევანდელი გაგებით ინოვაციას კლავს. იმიტომ, რომ აბსოლუტურად შეუთავსებელია ინოვაცია და ის ბიუროკრატია და გადაწყვეტილების ვერ მიღება, რაც სახელმწიფოში არის.

- სახელმწიფოს მხრიდან კლასიკური სუბსიდირების მომენტი, როდესაც საუბარია დაკრედიტება-დაფინანსებაზე და ა.შ. რეალურად გამართლებული არის თუ არა?

- მთავარი საკითხი ინოვაციური ბიზნესის განვითარებაში არის ცოდნა და არა ფული. სახელმწიფომ შეიძლება ფული ცოდნის განვითარებაში ჩადოს, რომ ბაზარი შეიქმნას. მე დღეს ბევრ ინოვატორს ვიცნობ საქართველოში და რომ გითხრათ, რომ ტექნოპარკის გახსნის შემდეგ ამ ხალხის რაოდენობა გაიზარდა სამწუხაროდ, ასე არ არის. თუმცა, ძალიან ლამაზი შენობაა და კარგია რომ ასეთი რამე არსებობს. როგორც ჩანს, ამ მექანიზმში რაღაც არ მუშაობს. სახელმწიფომ ფული ცოდნაში უნდა ჩადოს.

- თქვენ ფიქრობთ, რომ მთავარი პრობლემა კონკურენციის არ არსებობაა?

- რა თქმა უნდა, მონოპოლია ინოვაციას კლავს. მონოპოლიები ვერ დაინგრევა, თუ პატარა სტარტაპები არ მოდის, რომელიც ქვეყანაში ვითარდება. სამი წელია კონკურენციის სააგენტო მუშაობს, მაგრამ რომელ სექტორში ვხედავთ გაჯანსაღებულ კონკურენციას? ეს ჰაერში გასროლილი ფულია და ის არა სტარტაპზე, არამედ ვიღაცის ბიძაშვილის დაფინანსებაზე წავა.

საქართველოში კრეატივის უზარმაზარი პოტენციალია, ინოვაციის და სტარტაპების წამოწყების. ხალხი ათას გამოგონებას აკეთებს იმისთვის, რომ რაღაც პროცესში ჩაერთოს, მაგრამ ჩემი აზრით, ჯანსაღი პროცესისთვის უპირველესი განათლებაში ფულის ჩადებაა, ეს იმ უნარ-ჩვევების გაღვიძებას ნიშნავს, რომელიც მათ შორის 70 წლიანმა საბჭოთა მმართველობამ მოკლა ჩვენში.

მნიშვნელოვანია ინტეგრაცია საერთაშორისო სტარტაპ-ინოვაციურ სხვადასხვა პლატფორმებში. ბევრი ადამიანი უნდა ჩავიყვანოთ და ჩამოვიყვანოთ. ნახონ, შეიგრძნონ, გაიგონ რა ხდება სხვაგან და რა ხდება საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებთან ერთად თვალსაწიერი გავაფართოვოთ. შემდეგ ის ხალხი თავისი ბიზნესის დასაფინანსებლად ფულს თვითონ იშოვის. ახლა უკრაინაში საოცარი ტალღაა სტარტაპების და ინოვაციების. ერთადერთი სექტორია, სადაც სახელმწიფოს არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავს არის ტექნოლოგიები, ინოვაციები და სტარტაპები და ერთადერთი სექტორი, რომელიც უკრაინაში მუშაობს სწორედ ეს სექტორია.

ტექნოპარკი ძალიან კარგია. მიხარია და ძალიან მაგარი ახალგაზრდები არიან იქ, მაგრამ პრობლემა სხვა რამეშია. ტექნოპარკში ბევრი სტარტაპები და ინოვატორები უნდა იყვნენ და ისინი უნდა მართავდნენ ამ სივრცეებს და არა სახელმწიფო. მათ თქვეს, რომ კომისიაში უცხოელი სპეციალისტები მოჰყავთ, რომლებიც არჩევენ რა უნდა დააფინანსონ. უცხოელები რომ მოჰყავთ ეს ძალიან კარგია, მაგრამ ვთქვათ თუ რატომ აფინანსებს ინვესტორი სტარტაპ იდეას, იმიტომ რომ ის გრძნობს რომ იქ მოგება იქნება და გარკვეულ რისკზე მიდის. ჩვენ რომ ექსპერტი მოგვყავს, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, იმ ბიზნესმა რომ არ გაამართლოს რამეს კარგავს? რა თქმა უნდა, არაფერს. აი, ეს არის პრინციპულად განსხვავება.



16.თებერვალი.2019 20:10
1063

როგორ ემზადებიან მეთხილეები გაზაფხულისთვის?

ვრცლად
16.თებერვალი.2019 19:30
1186

ბიზნესომბუდსმენი: "ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას დიდი სიფრთხილე სჭირდება"

ვრცლად
16.თებერვალი.2019 18:30
1320

გაზსაცავის წინასამშენებლო სამუშაოები 2019 წლის მეორე ნახევარში იგეგმება

ვრცლად
16.თებერვალი.2019 18:00
1426

რა თანხა დაიხარჯა ონში უხარისხოდ დაგებულ გზებზე? – აუდიტის დასკვნა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 16:40
1764

2018 წლის იანვართან შედარებით, ქარის სადგურის გამომუშავება 8%–ით შემცირდა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 16:00
933

მთავრობა ქარსაცავი ზონების მოწესრიგებისთვის კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს

ვრცლად