მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი სიგუას ადვოკატი: გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს

5996d76de3da2
BM.GE
18.08.17 16:00
1368
მუსიკალური ფესტივალის Gem Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა აცხადებს, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს კითხვები ძირითადად ფესტივალის ორგანიზებასთან დაკავშირებით ჰქონდა. ამის შესახებ სიგუამ დაკითხვიდან შესვენებაზე გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"დამისვეს კითხვები ყველაფერ იმაზე, რაც ეხებოდა ფესტივალის ორგანიზებას, მათ შორის იმაზეც, თუ სახელმწიფო თანხები, რომლებიც იყო დახარჯული, რა, სად რამდენი?..ამ კითხვებზეც გავეცი პასუხი. ჩვენ ამაზე წვდომა არ გვქონია და არ მიგვიღია ეს სახელმწფოს თანხები",- აცხადებს სიგუა.

მისი ადვოკატის გიორგი ყავლაშვილის ინფორმაციით კი, გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაკითხვისას კონკრეტული მუხლი არ გაჟღერებულა, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ გამოძიება სწორედ 185-ე მუხლით მიდის.

"თუმცა, ეს მუხლი არ ეხება მხოლოდ მატერიალურ და ხელშესახებ ქონებას. ეს შესაძლებელია იყოს რაიმე ქონებრივი უფლება, რომელიც გააჩნია რომელიმე პირს და ვერ მიიღო რაღაც თანხა, ან შემოსავალი იმის გამო, რომ ჰქონდა რაიმე დანაშაულს ადგილი. მაგალითად შეიძლება იყოს ერთ-ერთი მევალე. ამ მიმართებაში ჯერჯერობით სიგუასთვის კითხვები არ დაუსვამთ",- აცხადებს სიგუას ადვოკატი.