მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი სიგუა Gem Fest-ის ვალებზე: უკლებლივ ყველა თავის თანხას მიიღებს

59954727638d1
BM.GE
17.08.17 11:31
1294
მუსიკალური ფესტივალის Gem Fest-ის დამფუძნებლის გიორგი სიგუას განცხადებით, ყველა, ვის წინაშეც ფესტივალს ფინანსური ვალდებულებები აქვს, თავის თანხას მიიღებს. ამის შესახებ მან მაკედონიიდან საქართველოში ჩამოფრენის შემდეგ, აეროპორტში განაცხადა.

მისი თქმით, მუსიკალურ ფესტივალს ძალიან ბევრი ფინანსური პრობლემა შეექმნა, თუმცა, დამფუძნებლები პასუხისმგებლობას არ გაურბიან.

"ძალიან ბევრი ფინანსური პრობლემა შეგვექმნა ბევრ მიზეზთა გამო, რაზეც ვისაუბრებთ. ამ დღეებში გვექნება პრესკონფერენცია. გვაქვს ფინანსური სირთულეები, თუმცა, პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. ძალიან ბევრს შეძლებისდაგვარად გადავუხადეთ თავიანთი თანხა, უკლებლივ ყველა ყველა კაპიკს მიიღებს",- აცხადებს სიგუა.

შეგახსენებთ, რომ მუსიკალური ფესტივალის თანამშრომლების ნაწილი აცხადებს, რომ მათ წინაშე ღონისძიების ორგანიზატორებს ფინანსური ვალდებულებები აქვთ. ისინი საკუთარი ფულის მისაღებად სამართლებრივი გზის გამოყენებას აპირებენ.