მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი სიგუა: Gem Fest-ის გამო სახელმწიფო ფინანსურად არ დაზარალებულა

5995aa342c61b
BM.GE
17.08.17 18:34
1871
Gem Fest-იდან სახელმწიფოს ფინანსურად არაფერი უზარალია,- ამის შესახებ მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ “იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პირდადად მისი შეცდომა იყო ერთთვიანი ფესტივალის გაკეთება.

"შეცდომას ის არ უშვებს, ვინც არაფერს არ აკეთებს",- ამბობს სიგუა.

მისივე თქმით, ერთთვიანი ფესტივალი ყველაზე დამაზარალებელი მისთვის აღმოჩნდა.

„ჩვენ ფინანსური ზარალის წინაშე აღმოვჩნდით, თუმცა, უსაშველო არაფერი არ არის. მალე დავდებთ ჩვენს გეგმას თუ როგორ ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად.

სახელმწიფომ რაც დახარჯა, ყველაფერი აბსოლუტურად შესრულდა, სახელმწიფომ 30 ათასი ტურისტი ანაკლიასა და განმუხურში და უზარმაზარი ცნობადობა მიიღო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ფესტივალი, როგორც ყველაზე ხანგრძლივი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. სახელმწიფოს ფინანსურად არაფერი უზარალია.

ამ ფესტივალის ორგანიზებაში 350-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა და მათგან დაახლოებით 40-მა ვერ მიიღო ნაწილობრივ თავისი ხელფასი და უახლოეს პერიოდში ისინი თავიანთ ანაზღაურებას მიიღებენ”,- აცხადებს სიგუა.

მისივე თქმით, მისთვის სამომავლოდ გაცილებით კომფორტული იქნება, თუ სახელმწიფოს წინაშე არ ექნება არავითარი ვალდებულება.

„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სამომავლო პროექტები სახელწმიფოს ჩარევის გარეშე გახორციელდეს…

ჩემი დიდი შეცდომა ის არის, რომ ამ ყველაფერს ფულის გამო არ ვაკეთებდი. მე რომ ფულის შოვნა მომენდომებინა სამდღიან ღონისძიებას გავაკეთებდი და არა ერთთვიანს, რომელზეც იგივე რაოდენობის ხალხი იქნებოდა, იგივე რაოდენობის ბილეთს გავყიდიდით და ხარჯი ალბათ 50-ჯერ ნაკლები მექნებოდა და ახლა სულ სხვა ფინანსურ მდგომარეობაში ვიქნებოდი. თუმცა, ვიმეორებ, რომ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ და ვფიქრობ, რომ სამომავლოდ უფრო სწორად დავგეგმავ ყველაფერს, რომ აღარ ვიზარალოთ”,- აცხადებს სიგუა.

მისივე თქმით, დაახლოებით 3-4 დღეში პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც სავარაუდო ღონისძიებების ფორმატებს, სამომავლო გეგმებსა და თარიღებს დაასახელებენ.

„ასევე ყველა ჩვენს კრედიტორს, ვისი დავალიანებაც გვაქვს, შევატყობინებთ დავალიანების გასტუმრების გრაფიკს”,- განაცხადა სიგუამ.