მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი სიგუა Gem Fest-ის გამო დაკითხვაზე დაიბარეს

59959ae196227
BM.GE
17.08.17 17:29
2938
მუსიკალური ფესტივალის Gem Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ხვალ დაკითხვაზე დაიბარეს. ფესტივალის შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით საკითხის შესწავლა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.

"სწორედ მაგისთვის ჩამოვედი საქართველში.ვიმყოფებოდი ევროპაში ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. East European Music Management ეს არის აღმოსავლეთ ევროპის ყველაზი დიდი სააგენტო, რომელთან ერთადაც ჩვენ ვსხედვართ და ვეძებთ იმ ფორმულას, რომლითაც შეიძლება გავაგრძელოთ მუშაობა. იმ მიზნის მისაღწევად, რაც დავისახეთ, რომ შევქმნათ საქართველოში ახალგაზრდული მუსიკალური ფესტივალი.

მე წესით არ უნდა ჩამოვსულიყავი ასე მალე, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ძალიან დაინტერესდა ჯემფესტის საქმიანობით და ამოიღეს ჩვენი დოკუმენტაცია, წაიღეს კომპიუტერები...სწორედ იმისთვის, რომ არ ჩათვალოს ვინმემ, თითქოს გავიქეცი, ჩამოვედი",- განაცხადა სიგუამ.
მისი თქმით, ის მზადაა ნებისმიერ უხერხულ კითხვას უპასუხოს.