მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი სიგუა: ამ მთავრობის მხარდაჭერა ძალიან არასანდო ვალუტაა

5a911e0ab34c2
თელარა გელანტია
24.02.18 12:07
1732
GEM FEST-ის დამფუძნებელ გიორგი სიგუას განცხადებით, მოქმედი მთავრობის მხარდაჭერა ძალიან არასანდო ვალუტაა. ამის შესახებ სიგუა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომელსაც BMG უცვლელად გთავაზობთ:

"რამდენიმე კითხვაზე პასუხი რასაც ამ ბოლო დროს ვისმენ.

1 ჩატარდება GEM FEST? აუცილებლად ჩატარდება 9-12 აგვისტოს ანაკლია განმუხურის საკურორტო ზონაში. თარიღები გამოცხადებულია და ბილეთებიც იყიდება.

2. როდის გამოცხადდება ლაინაფი? რამდენიმე კვირაში დავიწყებთ ლაინაფის ნაწილ-ნაწილ გამოცხადებას.

3. მთავრობა რომ არ გაძლევთ ფულს, გაუმკლავდებით? ჯერ ერთი, ჯემფესტი მთლიანად კერძო ინვესტიციით შეიქმნა და მთავარობამ დახმარება მაშინ დაიწყო, როდესაც ნახა კარგი თემა იყო. შარშან 20% დაფარეს ხარჯების და შუა გზაში გაუჩინარდნენ (ზოგზოგიერთები). მათი “დახმარება” რომ ძალიან ძვირი ჯდება და ამ მთავრობის მხარდაჭერა ძალიან არასანდო ვალუტაა, ეგეც ვისწავლე.

4. მიწა რომ არ მოგცენ იჯარით რას იზავთ? აფხაზეთში გადავალთ და იქ ჩავატარებთ.

5. როდის გაისტუმრებთ ვალებს? მაშინ როდესაც სრული დატვირთვით ავმოქმედდებით, გაყიდვები გაიზრდება და ფინანსურად გავძლიერდებით.

6.  თუ კიდევ რამე გაინტერესებთ დაწერეთ კომენტარებში და გიპასუხებთ",- წერს სიგუა.