მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ქობულია: პრობლემას ვერ ვხედავ ანუ ინვესტიციები იქნება

5b76c8a155bb3
თელარა გელანტია
17.08.18 17:06
1026
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საინვესტიციო პორტფელის ზრდაში პრობლემას ვერ ხედავს.

ასე უპასუხა ქობულიამ bm.ge-ის კითხვას - თუ რა გეგმები აქვს მთავრობას ახალი ინვესტორების და ინვესტიციების მოსაზიდად, თან იმ ფონზე, როცა მსხვილი საინვესტიციო პროექტები მილევად რეჟიმში გადადის და TOP-ინვესტორთა ათეულში ახალი ინვესტორი კომპანიები არ ჩანან.

„ეს არის ძალიან ფართო თემა. არის დიდი პორტფელი პოტენციური პროექტების, არის ძალიან დიდი დაინტერესება. რამდენიმე დღის წინ OPIC-ის მენეჯმენტი იყო ჩამოსული საქართველოში და მარტო OPIC-თან დაკავშირებით რამდენიმე მსხვილი პროექტია. ჩვენ პრინციპში ვერ ვხედავთ დიდი პრობლემას საინვესტიციო პორტფელის ზრდაში... ანუ ინვესტიციები იქნება“, - განუცხადა bm.ge-ის ეკონომიკის მინისტრმა.

საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 888.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20.6%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს და 1.4% მეტია 2017 წლის წინასწარ მონაცემებზე.

Bm.ge-მ საქსტატიდან გამოითხოვა TOP-10 ინვესტორი კომპანიებისს სია, რომლებმაც 2017 წელს საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვსტიცია განახორციელეს:

1. შპს რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტი;

2. აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;

3. BP ჯგუფი;

4. შპს მაგთიკომი;

5. სს ენერგო-პრო ჯორჯია;

6. შპს ჯორჯიან მანგანეზი;

7. სს მეტრო ავრასია ჯორჯია;

8. ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში;

9. შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი;

10. სს ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია;

ცნობისთვის: TOP-10 ინვესტორი კომპანიის რეიტინგული სია მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობის მიხედვით არაა დალაგებული.