მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ქობულია-ფერმერებს: "იფიქრეთ იმაზე, როგორ გაფართოვდეთ"

5bf170655521f
თელარა გელანტია
18.11.18 17:59
1444
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს სოფლის მეურნეობა ექსპორტზე უნდა იყოს ორიენტირებული.

ამის შესახებ ქობულიამ ზუგდიდში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ „ფერმერთა დღე - 2018“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი სოფლის მეურნეობა რომ განვითარდეს და ფერემერებმა უფრო დიდი წარმატებას მიაღწიონ, საჭიროა და აუციელებელია, ორიენტაცია იყოს ექსპორტზე. ჩვენ გვჭირდება ექსპორტზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობა; ჩვენ გვჭირდება, რომ მეტი მეტი ვაწარმოოთ ექსპორტისთვის, ვიდრე ცოტა ვაწარმოოთ და მხოლოდ საქართველოს მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. იფიქრეთ იმაზე, როგორ გაფართოვდეთ, ამისთვის ჩვენ ყველანაირ მხარდაჭერას წარმოგიდგენთ“, - მიმართა მინისტრმა ფერმერებს.

მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ზრდის ერთ-ერთი ძირითადი საწინდარი საწარმოების გამსხვილება და კოოპერატივების შექმნაა.

„ჩვენ გვაქვს დიდი საექსპორტო ბაზრები. მაგალითად, ჩინეთის ბაზარზე რომ შევიდეთ და სულ მცირე ნაწილიც დავიპყროთ, ეს იქნება დიდი წარმატება საქართველოსთვის“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.