მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ქობულია: ანტიდემპინგურ კანონს მივიღებთ

5bee6e1ac5a43
BM.GE
16.11.18 11:12
844
ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, რომ ანტიდემპინგური კანონი მიიღოს. თუმცა, აქვე მინისტრი იმ სირთულეებზე საუბრობს, რომელიც კანონის აღსრულებას ახლავს თან.

„ანტიდემპინგურ კანონს მივიღებთ და ის მოგვცემს საშუალებას რომ კანონისა და რეგულაციების ფარგელბში ვიმსჯელოთ დემპინგურ სიტუაციებზე და საჭიროების შემთხვვეაში დავიცავთ ჩვენს მწარმოებელს. ესეთი შემთხვევეები გამოსაკვლევად ძალიან რთულია და ითხოვს დიდ ანალიტიკას, რათა არ დავუშვათ შეცდომა.
ჩვენი პრინციპი არის ღია ეკონომიკა. საქართველოს ეკონომიკის ზომის ქვეყნებისთვის ეს არის ერთადერთი სწორი გზა“, - ამბობს ქობულია.

შეგახსენებთ, რომ ანტიდემპინგური კანონის მიღება, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაანონსდა.