მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ქადაგიძე: უახლოეს პერიოდში მოხდება ლარის კურსის სტაბილიზაცია

56a75491ce7dd
BM.GE
26.01.16 15:11
1927
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე ლარის კურსის გაუფასურებას უარყოფით მოლოდინებს უკავშირებს, რომელიც მეზობელ ქვეყნებში არსებულმა რთულმა სიტუაციამ შექმნა. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, ლარის კურსზე გავლენას არც საგადამხდელო ბალანსი ახდენს, შესაბამისად სებ-ის პრეზიდენტი უახლოეს პერიოდში ლარის სტაბილიზაციას ელოდება.
 
„ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება დაკავშირებულია იმ უარყოფით მოლოდინებთან, რომელიც ბაზრის მონაწილეებს გაუჩნდათ რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. 2015 წლიდან განსხვავებით, დღეს ლარის გაუფასურებაზე არ ახდენს გავლენას საგადამხდელო ბალანსი. უფრო მარტივად, რომ ვთქვათ, კურსის 2,4 კორიდორში იმპორტი უკვე იმ დოზით, არის შემცირებული, რომ ქვეყანაში შემომავალი და გამავალი ნაკადები არის დაბალანსებული. მეორე ფაქტორი, ასევე გახლავთ ფულის მასა. ჩვენ ფულის მასა ჩვენ მაქსიმალურად შევზღუდეთ, შესაბამისად არც მონეტარული აგრეგატები ლარის კურსზე გაუფასურების მიმართულებით არ ახდენს გავლენას. სწორედ ამიტომ ჩვენ ვახორციელებთ წერტილოვან ინტერვენციებს. ჩვენ გვაქვს სრული საფუძველი რომ ვივარაუდოთ, - უახლოეს პერიოდში მოხდება ლარის კურსის სტაბილიზაცია და ლარი დაუბრუნდება აღნიშნულ კორიდორს“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.