16.თებერვალი.2016 23:06
ეკონომიკა

გიორგი ქადაგიძე: სამინისტროების დიდი ნაწილი უნდა გაუქმდეს

გიორგი ქადაგიძე: სამინისტროების დიდი ნაწილი უნდა გაუქმდეს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული სამინისტროების ნაწილი უნდა გაუქმდეს. კერძოდ, როგორც ქადაგიძემ გადაცემაში "არჩევანი“ განაცხადა, შესაძლებელია გაუქმდეს სასჯელაღსრულების, კულტურის, სპორტისა და ევროინტეგრაციის სამინისტროები.
 
"საქართველო დღეს იმართება 19 სამინისტროს მეშვეობით, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა სიპებსა და სტრუქტურებზე. მაგალითად შვეიცარია იმართება 8 სამინისტროს მეშვეობით. ბიუროკრატიული მექანიზმის შემცირების რეზერვი არის საკმაოდ დიდი. მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია გაუქმდეს ყველა უპორტფელო სამინისტრო უკლებლივ. მაგალითად ევროინტეგრაციის სამინისტრო გაუქმდეს და როგორც დეპარტამენტი შეუერთდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს. გაუქმდეს სასჯელაღსრულების სამინისტრო, რომელიც თითქმის არცერთ ევროპულ ქვეყანაში არ გვხვდება, ის არ იყო არც ჩვენთან და იყო იუსტიციის სამინისტროს ნაწილი. დღეს როდესაც პროკურატურა გამოეყო იუსტიციას სასჯელაღსრულება მთლიანად შეგვიძლია გავაუქმოთ და პრობაციის სისტემა კვლავ იუსტიციის სამინისტროს დავუბრუნოთ. სპორტის სამინისტრო, მთლიანად შეგვიძლია გავაუქმოთ. დავუთმოთ პროფესიული სპორტი ფედერაციებს. კულტურის სამინისტრო არის კლასიკურად საბჭოთა კავშირის გადმონაშთი. თუ ჰოლანდიას არ აქვს კულტურის სამინისტრო ვერ ახერხებს საკუთარი კულტურის პროპაგანდას? თავისუფლად შეგვიძლია სამინისტროების განახევრება, რაც ასობით მილიონი ლარის დანაზოგს მოგვცემს", - განაცხადა ქადაგიძემ.



24.სექტემბერი.2018 11:06
89

WEG: რა წერია მსოფლიო ბანკის კვლევაში ჰესებთან დაკავშირებით

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 18:00
171

"თბილისის განვითარებით მოხარულები ვართ, თუმცა სხვა რეგიონებმაც უნდა გამოიყენონ პოტენციალი"

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 17:37
81

თბილისში საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 17:20
90

"საქართველოს რეგიონული განვითარების პოლიტიკას მხარს ვუჭერთ"

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 16:11
177

"ჯორჯიან მანგანეზს“ პროდუქციის მიწოდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის სურს

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 15:01
619

ოსინოვსკი: საქართველოში საინვესტიციო გარემო გაუარესებულია

ვრცლად