16.თებერვალი.2016 22:18
საფინანსო სექტორი

გიორგი ქადაგიძე: გამოჩნდა, რომ არანაირ შეთქმულების თეორიას ადგილი არ ჰქონია

გიორგი ქადაგიძე: გამოჩნდა, რომ არანაირ შეთქმულების თეორიას ადგილი არ ჰქონია
"საგარეო ფაქტორებს ლარის კურსზე მართლაც ჰქონდა გავლენა და ამას არავინ უარყოფს“, - აღნიშნულის შესახებ, გიორგი ქადაგიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პატარა ეკონომიკა აქვს, საგარეო ფაქტორებს ეკონომიკასთან მიმართებაში გავლენა მუდმივად ექნება.
 
"ჩვენ ყველას გვახსოვს კამპანია, რომელიც დაიწყო 2013 წლის მეორე ნახევრიდან, ეროვნული ბნკის მიმართულებით. დღეს აღმოჩნდა, რომ რეზერვების გაყიდვა იქნებოდა მისი განიავება, გამოჩნდა, რომ რეფინანსირების სესხები არ იწვევს ლარის გაუფასურებას, გამოჩნდა, რომ ფულის მასა კი არ გავზარდეთ არამედ შევამცირეთ, გამოჩნდა, რომ არანაირ შეთქმულების თეორიას ადგილი არ ჰქონია.

საგარეო ფაქტორებს ლარის კურსზე მართლაც ჰქონდა გავლენა და ამას არავინ უარყოფს. მაგრამ ჩვენ გვაქვს ორი გზა, - მუდმივად ვისაუბროთ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე, ნავთობის ფასებზე და ა.შ. ან არის მეორე გზა - ჩვენ გაათმაგებული ენერგიით ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს რაც გვაქვს.

ჩვენ ვართ პატარა ეკონომიკა და საგარეო ფაქტორებს ადგილი ჰქონდა წარსულშიც, აქვს ეხლაც და ექნება მომავალშიც. მთავარია ჩვენ როგორ ვპასუხობთ საგარეო ფაქტორებს, რა რეაქცია გვაქვს და როგორ პოლიტიკას ვატარებთ.

მოროტორიუმი მიწების გაყიდვაზე იყო ერთ-ერთი ის შეცდომა, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მთელი ამ პროცესის განმავლობაში", - განაცხადა ქადაგიძემ.



20.ივლისი.2018 17:06
99

ბანკების მოგება მცირდება

ვრცლად
20.ივლისი.2018 16:03
214

"საბანკო სექტორთან მიმართებით რეფორმა აქამდეც უნდა განხორციელებულიყო"

ვრცლად
18.ივლისი.2018 15:00
378

"ფასიანი ქაღალდების ბაზარი მოსახლეობას კაზინო ჰგონია"

ვრცლად
18.ივლისი.2018 13:11
80

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი სტუდენტების სტაჟირება-დასაქმების პროგრამას იწყებს

ვრცლად
18.ივლისი.2018 13:11
38

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

ვრცლად
18.ივლისი.2018 11:31
60

ივნისში ლარის კურსი დოლარის მიმართ 0.1%-ით გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ 1.3%-ით გამყარდა

ვრცლად