16.თებერვალი.2016 18:18
ბიზნესი

გიორგი კვირიკაშვილი: ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საგადასახადო რეფორმამ საბანკო სექტორიც უნდა მოიცვას

გიორგი კვირიკაშვილი: ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საგადასახადო რეფორმამ საბანკო სექტორიც უნდა მოიცვას
ჩვენს მიერ დაგეგმილი რეფორმები დადებითად შეფასდა და, თითოეული ამ ნაბიჯის გადადგმისას, ბიზნესსექტორის ჩართულობა იქნება მაქსიმალური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისი განმარტებით, ბიზნესმენებთან შეხვედრები გაგრძელდება. უახლოეს მომავალში შეხვედრა შედგება მცირე და მიკრობიზნესის წარმომადგენლებთან.

"ძალიან დადებითად შეფასდა საგადასახადო რეფორმა, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა და გადაგზავნილია პარლამენტში. გამოითქვა გარკვეული შენიშვნები, რასაც გავითვალისწინებთ. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ამ რეფორმამ საბანკო სექტორიც უნდა მოიცვას, მაგრამ ამ ეტაპზე ჩავთვალეთ, ეს წელს არ გაგვეკეთებინა და შესაძლოა, მოგვიანებით ამოქმედების ვადებზე ვიფიქროთ“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემაში საკითხების განხილვის ვადები, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყანაში ბიზნესის სწრაფ განვითარებას. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ თემაზე საუბარი იქნება როგორც იუსტიციის სამინისტროსთან, ისე სასამართლოსთან.

"ვისაუბრეთ ადმინისტრირების დაჩქარების საკითხებზე, გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფეზე. ჩვენ ვქმნით გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლის ქვედანაყოფს ადმინისტრაციაში და ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში სერიოზულ ცვლილებებს მოვიტანთ“, - აღნიშნა პრემიერმა.



11.დეკემბერი.2018 20:00
142

„ბადაგონი“: საქართველოდან ექსპორტზე ყველაზე მეტი ღვინო ჩვენ გავიტანეთ

ვრცლად
11.დეკემბერი.2018 18:59
183

გიორგი ქობულია: „ინვესტორებთან მუშაობა ცოტა სხვა დონეზე უნდა „ავწიოთ“

ვრცლად
11.დეკემბერი.2018 18:30
148

BP საქართველოს ტოპ ინვესტორია - რა პროექტი განახორციელა კომპანიამ 2018 წელს

ვრცლად
11.დეკემბერი.2018 17:23
1183

თოფაძის კომპანია „ყაზბეგი“, შესაძლოა გაიყიდოს

ვრცლად
11.დეკემბერი.2018 12:37
51

თაბორის ქედზე, გოლფის მოედნის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

ვრცლად
11.დეკემბერი.2018 12:34
1191

12 სადაზღვევო კომპანია "საბანკო სექტორის ექსპანსიის შესაჩერებლად" მთავრობას მიმართავს

ვრცლად