20.თებერვალი.2016 17:59
ეკონომიკა

გიორგი კვირიკაშვილი: ქართული თაფლის ევროპულ ბაზარზე გასვლა ჩვენი მთავარი ამოცანაა

გიორგი კვირიკაშვილი: ქართული თაფლის ევროპულ ბაზარზე გასვლა ჩვენი მთავარი ამოცანაა
"მეფუტკრეობის აღორძინება და ქართული თაფლის ევროპულ ბაზარზე გასვლა ჩვენი მთავარი ამოცანაა", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მეფუტკრეებთან შეხვედრისას განაცხადა.
 
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დღეს სამეგრელოს რეგიონის 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 425 სკა გადაეცა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრთან, მთავრობის სხვა წევრებთან და მხარის გუბერნატორთან ერთად დაესწრო.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულობით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები შეძლებენ საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, წარმოებული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის გაზრდას.

სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 2015 წლის ოქტომბერში გამოცხადდა, კოოპერატივებს საშუალება ჰქონდათ, თანადაფინანსებით, ღირებულების 30 %-ად მიეღოთ მათთვის სასურველი სკა.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციის მეორე ეტაპი 29 თებერვლიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.

პრემიერმა ასევე დაათვალიერა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მდებარე თხილის საწარმო, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭრის პროგრამის ფარგლებში აშენდა.



16.ნოემბერი.2018 19:20
420

ცემენტის ასოციაციის მიერ ჩატარებული ფარული ტესტირების შედეგები

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 18:24
115

ბანკებში 1 638 536 190 ლარის დეპოზიტებია დაზღვეული

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 17:09
95

საქაერონავიგაცია 10 თვის განმავლობაში 6.8 % -ით მეტ საჰაერო ხომალდს მოემსახურა

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 15:42
174

9 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 2.57 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 15:26
125

ბლოკჩეინში უკვე 1 500 000-ზე მეტი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 15:10
153

"სახელფასო ბიუჯეტში უმნიშვნელო ზრდა არის"

ვრცლად