13.იანვარი.2016 17:09
ეკონომიკა

გიორგი კვირიკაშვილი: არანაირ ტექნიკურ წინაღობას არ შეუძლია ხელი შეუშალოს ჩვენი თანამშრომლობის განვითარებას

გიორგი კვირიკაშვილი: არანაირ ტექნიკურ წინაღობას არ შეუძლია ხელი შეუშალოს ჩვენი თანამშრომლობის განვითარებას
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სტრატეგიული თანამშრომლობა კომპანია „სოკართან“ უაღრესად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კომპანია "სოკარის" პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
 
შეხვედრას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, საქართველოს მხრიდან ენერგეტიკის მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და ბიზნესომბუდსმენი, აზერბაიჯანული მხრიდან კი - კომპანია "სოკარის" ვიცე-პრეზიდენტი, კომპანიის საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი და “სოკარ ჯორჯია“-ს გენერალური დირექტორი დაესწრნენ.

მხარეებმა არსებული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე საკითხები განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და კომპანია "სოკარს" შორის გაგრძელდება და გაღრმავდება სტრატეგიული თანამშრომლობა.

"აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. მიუხედავად ბოლო პერიოდში არსებული პოლიტიკური სპეკულაციებისა, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სტრატეგიული თანამშრომლობა კომპანია "სოკართან“ უაღრესად მნიშვნელოვანია და ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. აზერბაიჯანი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და ეს არის ყველაზე მთავარი. ჩვენ გვსურს პარტნიორებთან ერთად განვიხილოთ სამომავლო ურთიერთობები და ერთად გადავჭრათ პრობლემები. ვფიქრობ, არანაირ ტექნიკურ წინაღობას არ შეუძლია ხელი შეუშალოს ჩვენი თანამშრომლობის განვითარებას,“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ტექნიკურ პრობლემებს, რომელიც საქართველოში ზამთარ-ზაფხულის განმავლობაში ბუნებრივი აირის მიწოდების სეზონური დაბალანსების თვალსაზრისით არსებობს.

"ამ ეტაპზე ორივე მილსადენი, რომლითაც საქართველო ბუნებრივ აირს იღებს აზერბაიჯანიდან, მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობს, თუმცა ფაქტია, რომ ზამთრის პერიოდში ქვეყნის სრული გაზმომარაგებისთვის საკმარისი არ არის. აღინიშნა, რომ იგეგმება გარკვეული ღონისძიებების გატარება, რომელიც არსებული მილსადენებიდან დამატებითი მოცულობის მოწოდების შესაძლებლობას მოგვცემს. მხარეებმა განიხილეს დეფიციტის შევსების ტექნიკური გზები და აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით მუშაობას სამუშაო ფორმატში გააგრძელებენ.

კომპანია "სოკარმა" ასევე დაინტერესება გამოთქვა მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის მიმართ, რომლის განხორციელების დაწყებაც 2016 წელს იგეგმება. მხარეებმა ხაზი გაუსვეს "შაჰდენიზის“ მეორე ფაზის პროექტის მნიშვნელობას, რომლის დასრულების შემდეგ დამატებითი მოცულობის გაზს საქართველო 2019 წლიდან მიიღებს.

კომპანია "სოკარის“ პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა. როვნაგ აბდულაევმა, ასევე, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის სახელით, გიორგი კვირიკაშვილს ახალი წელი და პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და მას წარმატებები უსურვა“, - განმარტავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.



26.მაისი.2018 21:15
126

ენერგოეფექტურობის პირველ ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დასრულდა

ვრცლად
26.მაისი.2018 20:10
80

მცხეთის გენგეგმისთვის ახალი, 1,8 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა

ვრცლად
26.მაისი.2018 19:00
213

როგორ მიეწოდება ელექტროენერგია ოკუპირებულ აფხაზეთს „ენგურჰესის“ გარეშე?

ვრცლად
26.მაისი.2018 17:40
238

თბილისის ცენტრიდან რკინიგზის სატვირთო ნაწილის გადატანის სცენარები

ვრცლად
26.მაისი.2018 17:20
139

„უსახელაურის ვენახების“ ღვინო ექსპორტზე გერმანიასა და ჩინეთში გავიდა

ვრცლად
26.მაისი.2018 17:00
126

გაზსაცავის მშენებლობას KFW 150 მლნ აშშ დოლარით დააფინანსებს

ვრცლად